პირველად: SpaceX კოსმოსურ სადგურზე ადამიანებს მომდევნო თვეში გაიყვანს
პირველად, NASA და SpaceX 27 მაისს Crew Dragon-ის პილოტირებულ ფრენას განახორციელებს. კაფსულა SpaceX-ის მიერაა შექმნილი და მის მიზანს ასტრონავტების საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მიყვანა წარმოადგენს.
Crew Dragon-ით NASA-ს ორი ასტრონავტი გაემგზავრება და ეს 2011 წლის შემდეგ პირველი შემხვევა იქნება, როდესაც ასტრონავტები ამერიკიდან აფრინდებიან. ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ფრენისთვის კოსმოსურ შატლს 39 წლის განმავლობაში იყენებდა, 2011 წელს კი ეს პროგრამა დასრულდა.
აღნიშნული ფრენა მას შემდეგ იგეგმებოდა, რაც NASA-მ SpaceX და Boeing ხომალდის ასაგებად შეარჩია.
SpaceX ტვირთისთვის განკუთვნილი კაფსულის გადაკეთებას, რომელიც ISS-ზე მარაგს წლების განმავლობაში აგზავნიდა, დიდ ხნის განმავლობაში ცდილობდა. მასზე ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ კი კაფსულა ISS-ზე ადამიანების გასაყვანად მზად არის.
რა თქმა უნდა, ხომალდის გაშვების დრო საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა, რადგან მსოფლიო ჯერ კიდევ COVID-19-ის პანდემიას ებრძვის. გაშვება ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან იგეგმება.პირველ აპრილს ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ადგილობრივებისთვის სახლში დარჩენის ბრძანება გასცა, NASA-ს თანამშრომლების უმეტესობა კი დისტანციურად მუშაობს. ცენტრებში მხოლოდ აუცილებლად საჭირო პერსონალია დარჩენილი.
გაშვებასთან დაკავშირებულ განცხადებაში NASA-მ აღნიშნა, რომ ისინი კორონავირუსის სიტუაციას აკონტროლებენ. "სააგენტო CDC-ის რეკომენდაციების გათვალისწინებას აგრძელებს", — ნათქვამია განცხადებაში.
ეკიპაჟით აღჭურვილი პირველი მისია NASA-თვისა და SpaceX-თვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც SpaceX თავისი ხომალდით ადამიანებს გაუშვებს და ეს მას ISS-თან რეგულარული ფრენების წარმოებაში დაეხმარება.
ასევე, NASA რუსულ ხომალდ Soyuz-ზე დამოკიდებული აღარ იქნება. რუსეთი ამჟამად ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ISS-მდე ასტრონავტების მიყვანა შეუძლია.
კომენტარები