პანდემიის პირობებში ISS-დან დედამიწაზე 3 ასტრონავტი დაბრუნდა
ასტრონავტი ჯესიკა მეიერი და ენდრიუ მორგანი ხომალდ Soyuz-ის მეთაურთან, ოლეგ სკრიპოჩკასთან ერთად საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) დედამიწაზე დაბრუნდნენ. ტრიო ყაზახეთში უსაფრთხოდ დაეშვა. ფრენის განმავლობაში მორგანმა და მეიერმა ბიოლოგიაში, დედამიწის შემსწავლელ და სხვა უამრავ მეცნიერებაში ასობით კვლევა აწარმოეს.
მორგანის ცხრათვიანი მისია 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო, დიდი დროით კოსმოსში ყოფნა საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ როგორ მოქმედებს კოსმოსში ხანგრძლივი პერიოდი ყოფნა ადამიანის სხეულზე. მან რამდენიმე კვლევაშიც მიიღო მონაწილეობა და ასევე ღია კოსმოსშიც გავიდა — ჯამში სულ შვიდჯერ (45 საათი და 48 წუთი).
მეიერი და სკრიპოჩკა ISS-ზე ხომალდ Soyuz-ით 2019 წლის 25 სექტემბერს გაფრინდნენ და კოსმოსში ჯამში 205 დღე გაატარეს. ჯესიკა მეიერი მხოლოდ ქალებით დაკომპლექტებული პირველი ეკიპაჟის წევრია, რომელმაც კოლეგა კრისტინა კოხთან ერთად ღია კოსმოსში 21 საათი და 44 წუთი დაატარა. იგი ასევე კოსმოსში ადამიანი გულის ქსოვილის ფუნქციონირების კვლევაში იღებდა მონაწილეობას.
რადგანაც ასტრონავტები დედამიწაზე კორონავირუსის პანდემიის დროს დაბრუნდნენ, დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღება გახდა საჭირო. როგორც წესი, ყაზახეთში დაბრუნებულ ეკიპაჟს უამრავი ადამიანი ხვდება და მათ კაფსულიდან გადმოსვლაში ეხმარება, რაც ამჯერად არ მომხდარა. ასევე, მათ რუტინული სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს და რამდენიმე თვის განმავლობაში მათ სამედიცინო პერსონალი დააკვირდება.
შემოწმების შემდეგ ეკიპაჟი რუსული შვეულმფრენის მეშვეობით ყაზახეთის ქალაქ ბაიკონურში გადაფრინდა, სადაც მათი გზები გაიყო. მორგანი და მეიერი NASA-ს თვითმფრინავით ჰიუსტონში, სკრიპოჩკა კი რუსეთში დაბრუნდა.
კომენტარები