NASA დედამიწასთან მოახლოებულ ასტეროიდებს თვალყურს მუდმივ რეჟიმში ადევნებს, 11 აპრილს აღმოჩენილი 2020 GH2 კი ჩვენს პლანეტას ოთხშაბათს, 15 აპრილს ჩაუფრენს.

საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ასტეროიდის აღმოჩენის შესახებ ოფიციალური წერილი შაბათს გამოაქვეყნა. 12 აპრილს ობიექტისთვის ფოტოს გადაღება დისტანციურად მართვადი ვირტუალური ტელესკოპის საშუალებით მოხერხდა.

ფოტო: Gianluca Masi/Virtual Telescope Project

ასტეროიდის ზომა 13-30 მეტრია და ის დედამიწას 360 000 კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდება.

აღნიშნული შემთხვევა კარგად უსვამს ხაზს, თუ რამდენად გვიან შეიძლება აღმოვაჩინოთ დედამიწასთან მოახლოებული უცხო სხეული. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში სანერვიულო არაფერი გვაქვს. 2020 GH2 დედამიწას ახლო, მაგრამ სრულიად უსაფრთხო დისტანციაზე ჩაუვლის და საკუთარ მოგზაურობას გააგრძელებს.