ახალ ზელანდიაში კარანტინის პერიოდში სექსსათამაშოების გაყიდვები 3-ჯერ გაიზარდა
მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯაკინდა ანდერნმა კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი გამოაცხადა, ქვეყანაში სექსსათამაშოების გაყიდვები სამჯერ გაიზარდა.
დიდი ბრიტანეთის მსგავსად, ახალ ზელანდიაში მოსახლეობას გარეთ გასვლა მხოლოდ სავარჯიშოდ და ისეთი პირველადი საჭიროების სერვისებთან წვდომისთვის შეუძლიათ, როგორიც სუპერმარკეტები და აფთიაქებია.
სექსპროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით სექსსათამაშოების ყველაზე დიდი საცალო მოვაჭრე Adult Toy Megastore ავრცელებს. კომპანიის მიხედვით, პრუდუქტების გაყიდვები ბოლო რამდენიმე კვირაში არა მხოლოდ ახალ ზელანდიაში, არამედ ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთშიც გასამმაგდა.
ავსტრალიაში და დიდ ბრიტანეთში კარანტინი 22 და 21 მარტს გამოცხადდა. ქვეყნებში დაიკეტა თავშეყრის ადგილები, მათ შორის რესტორნები და ბარები.
"ახლა ძალიან ბევრ ისეთ სათამაშოს ვყიდით, რომლებიც "დამწყებთათვისაა" განკუთვნილი. პროდუქტის ეს ხაზი ძალიან პოპულარულია", — აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ემილი ვრაითი.
სექსსათამაშების გარდა მოთხოვნა პრეზერვატივებზე, ლუბრიკანტებსა და სექსუალური ხასიათის სამაგიდო თამაშებზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Adult Toy Megastore ქვეყანაში პირველადი საჭიროების სერვისად გამოცხადდა, რადგან კომპანია პრეზერვატივებსა და სხვა სამედიცინო ნივთებს ყიდის. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში მას საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს.
სექსუალური ჯანმრთელობის სპეციალისტების თქმით, კარანტინის დროს ახალ ზელანდიაში კონტრაცეპტივებზე წვდომა გართულდა. ასევე, მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტშია პრეზერვატივები, რადგან ვირუსის გამო დაკეტილი ქარხნები მას ვეღარ აწარმოებენ. ამ ყველაფერმა კი, შესაძლოა, ქვეყნები ისეთ დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანოს, როგორიც დაუგეგმავი ორსულობები და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებია.
კომპანია Karex-ის თქმით, რომელიც კონტრაცეტპივების უდიდესი მწარმოებელია, აპრილის ბოლომდე ჩვეულ რაოდენობასთან შედარებით 200 მილიონით ნაკლები პრეზერვატივის წარმოებაა მოსალოდნელი.
კომენტარები