ჩერნობილში ტყის ხანძრის გამო რადიაციის დონე იმატებს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჩერნობილში მეხანძრეები ტყის ხანძრის ორ კერას ებრძვიან, სადგურის ტერიტორიაზე კი რადიაციის დონის მატება დაფიქსირდა.
ცეცხლი, რომელიც ამჟამად დაახლოებით 20 ჰექტარს ფარავს, შაბათს, სოფელ ვლადიმიროვკასთან გაჩნდა. ეს პუნქტი ჩერნობილის აკრძალულ ზონაში შედის.
"ცეცხლის ეპიცენტრში რადიაცია დასაშვებზე მაღალია. როგორც ვიდეოში ხედავთ რადიაციის საზომი 2,3-ს უჩვენებს, ნორმა კი 0,14-ია. თუმცა, საბედნიეროდ, ეს მაჩვენებელი მხოლოდ ცეცხლის ზონაშია ", — აცხადებს უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის ხელმძღვანელი ეგორ ფირსოვი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცეცხლის კერებს 124 მეხანძრე, ორი თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ებრძვის.
საბედნიეროდ, ამ დროისთვის რადიაციის მომატებ კიევსა და თავად ქალაქ ჩერნობილში არ ფიქსირდება.
კომენტარები