Apple Books-ის წიგნების ნაწილი უფასო ხდება — საკითხავი თვითიზოლაციისას
პანდემიის პირობებში თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანცირების გამო ბევრი კომპანია მომხმარებლებს გარკვეულ აპლიკაციებს ფასდაკლებით ან უფასოდ სთავაზობს.
ეფლმა Apple Books-ში არსებული სხვადასხვა კატეგორიის ბევრი წიგნი უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა, რაც სახლში გამოკეტილ ოჯახებს დროის გაყვანაში დაეხმარება.
Apple-ის აქცია ნაწილობრივ სერიულ წიგნებსაც შეეხო. მაგალითად, გარკვეული ლიტერატურა რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი, ახლა შეგიძლია მსგავსი სერიების პირველი წიგნი უფასოდ ჩაიწეროთ და შემდეგ განსაჯოთ, ღირს თუ არა დანარჩენების ყიდვა.
9to5Mac-ის პოდკასტის წამყვანი, ზაკ ჰოლი იმედოვნებს, რომ მომავალში Apple Books-ზე არსებულ აუდიოწიგნებს გამოწერის ფუნქცია დაემატება. ანუ ინდივიდუალური წიგნების ყიდვის ნაცვლად, მომხმარებლები ფიქსირებულ თანხას გადაიხდიან ხოლმე, რაც Netflix-ის და Spotify-ს "სტრიმინგის მსგავსი იქნება".
"Apple-ს Audible-ის მსგავსი ფუნქციურობის შემოღება შეუძლია. სადაც თვის განმავლობაში აუდიოწიგნების ლიმიტირებული რაოდენობის მოსმენა იქნება შესაძლებელი", — ამბობს ჰოლი.
ჰოლის მტკიცებით, ბოლო დროს Apple ცდილობს, რომ კომპანიის შემოსავალი iPhone-ზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს. პროდუქციის გამრავალფეროვნებისთვის და კომპანის სანდო შემოსავლის სხვა წყაროების შექმნისთვის მსგავსი "გამოწერის ფუნქცია" სასარგებლო იქნება.
როგორც ჩანს, სტრიმინგი მხოლოდ ფილმების და მუსიკის მომავალი არ არის. ის სავარაუდოდ აუდიოწიგნებს, პოდკასტებს და ელექტრონულ წიგნებსაც შეეხება.
კომენტარები