Kurzgesagt გერმანიაში დაფუძნებული YouTube არხი და სტუდიაა, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ თემაზე ულამაზესი ანიმაციების გამოყენებით შემეცნებით ვიდეოებს ქმნის.

იუთუბ არხზე გუშინ გამოქვეყნებული ახალი ვიდეო კი, რა თქმა უნდა, კორონავირუსს ეძღვნება. ვიდეო მიმოიხილავს, როგორ დაიწყო ყველაფერი, სად ვართ ამჟამად და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მომავალში.

აქ კორონავირუსი ყველასთვის გასაგები ენითაა ახსნილი, ქვემოთ მოცემული ვიდეოს ჩართვისას კი მას პირდაპირ ქართული სუბტიტრებით იხილავთ.


კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებისა და რეკომენდაციების ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.