ნასამ მარსზე InSight-ის ბურღი “ხელის წამორტყმით” შეაკეთა
NASA-ს რობოტი InSignt, რომელიც ამჟამად მარსის ზედაპირზე იმყოფება, მისიის განმავლობაში გაუთვალისწინებელ პრობლემებს წააწყდა. რობოტის მთავარი ინსტრუმენტი — სენსორული ბურღი, რომელიც ზედაპირის გასათხრელად შეიქმნა, გაიჭედა. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი მარსის ნიადაგია, რადგან მისი მახასიათებლები იმაზე განსხვავებული აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერებს ეგონათ.
გამოთავისუფლების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, NASA-ს სხვა, კრეატიული გზების ძებნა მოუწია. შედეგად, მათ ბურღი InSight-ის ნიჩბის ძლიერი დარტყმით გაათავისუფლეს.
მსგავსი პროცედურის ჩატარება საკმაოდ სარისკო იყო, რადგან არსებობდა რისკი, რომ ეს იქვე მიმაგრებულ ფაქიზ სადენებს დააზიანებდა, რომლებიც ინსტრუმენტს ენერგიით ამარაგებს და მისგან ინფორმაციის მიღებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ ინჟინრებმა რეალურ ცდამდე რამდენიმეთვიანი პრაქტიკა გაიარეს.
რადგანაც ბურღი ისევ მუშაობს, NASA-ს იმედი აქვს, რომ მარსის ზედაპირის გათხრასა და მისიის დასრულებას კვლავ შეძლებენ. InSight-ს მიზანს წითელი პლანეტის შინაგანი ტემპერატურის განსაზღვრა და მისი დედამიწასთან მსგავსების პოვნა წარმოადგენს.
კომენტარები