ახალი MacBook Air — გაუმჯობესებული კლავიატურა, მოცულობა და მეტი სისწრაფე
ეფლმა დღეს დილით ახალი MacBook Air წარაგდინა — მთავარი სიახლე "ახალი" კლავიატურაა (რომელიც იმ თავდაპირველ მექანიზმს იყენებს, რომელსაც ეფლი 2016 წლამდე იყენებდა), რომელმაც წინა თაობის (butterfly mechanism) კლავიატურა ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და მას უამრავი მომხმარებლის საჩივარი უკავშირდება.
ახალ მაკბუქში გაორმაგებულია სიმძლავრეც, ეფლის თქმით, ლეპტოპები მე-10 თაობის ინტელის პროცესორებითაა აღჭურვილი, რომელთაგანაც ყველაზე მძლავრი მოდელი 1,2-გეგაჰერციანი Core i7 იქნება. Intel Iris Plus Graphics-ის დახმარებით 80 პროცენტითაა გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობებიც.
მოცულობა კი ახლა 256GB-დან იწყება და 2 ტერაბაიტზე მთავრდება.
ახალ მაკბუქ ეარს 16-ინჩიანი მაკბუქ პროს მსგავსი საოცარი დინამიკები არ აქვს, თუმცა ეფლი აცხადებს, რომ ლეპტოპი თამაშებისა და ვიდეოების საყურებლად "მაღალი დონის სტერეო დინამიკებითაა" აღჭურვილი. აქვეა სამი გაერთიანებული მიკროფონი, რომელიც თქვენს ხმას მაღალ ხარისხში ჩაიწერს.
ახალი მაკბუქ ეარის ეკრანი კვლავ 13,3-ინჩიანია.
კომენტარები