Apple 5,5-ინჩიან ბიუჯეტურ სმარტფონზე მუშაობს
გავრცელებული ინფორმაციით, Apple 5,5-ინჩიანი, დაბალბიუჯეტიანი, ყველასათვის ხელმისაწვდომი iPhone-ის გამოშვებას გეგმავს, რომელიც iOS 14-ზე იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას 9to5Mac ავრცელებს.
გავრცელებული იყო ჭორები, რომ ეფლი 4,7-ინჩიანი LCD ეკრანის მქონე აიფონის გამოშვებას გეგმავდა, რომელსაც iPhone 8-ის დიზაინი ექნებოდა, თუმცა განახლებული მონაცემებით.
ახლა კი ირკვევა, რომ ეფლი "პლუს" ვერსიასაც შემოგვთავაზებს, 5,5-ინჩიანი ეკრანითა და კვლავ iPhone 8-ის დიზაინით.
აღსანიშნია, რომ სმარტფონს ძველი, მრგვალი თითის ანაბეჭდის სენსორიც ექნება და Face ID აღარ დასჭირდება. ახალ აიფონებს NFC ტეგების უაპლიკაციოდ წაკითხვაც შეეძლებათ, ეს კი ჯერ მხოლოდ iPhone XS, XR-სა და iPhone 11-ს შეუძლიათ.
ახალი 4,7-ინჩიანი ბიუჯეტური აიფონი $399 ეღირება და ხელმისაწვდომი იქნება ორი, 64 და 128 გეგბაიტიანი ვერსიების სახით. ეფლის ანალიტიკოსის, მინგ-ჩი კუოს თქმით, აიფონები რუხ, ვერცხლისფერ და წითელ ფერებში გამოვა. ჯერ არ ვიცით რა ეღირება 5,5-ინჩიანი ვერსია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 4,7-ინჩიან ვერსიაზე მხოლოდ 100 დოლარით ძვირი. ოქტომბერში, მინგ-ჩი კუომ განაცხადა, რომ ახალი აიფონებში მარტში გამოვიდოდა.
ვიხილავთ თუ არა ახალ აიფონებს მარტში, სავარაუდოდ, კორონავირუსზე იქნება დამოკიდებული, რადგან ტექნოლოგიური გიგანტები მასიურად აუქმებენ თავიანთ ღონისძიებებს.
კომენტარები