Microsoft-მა ახალი Xbox Series X-ის სრული მონაცემები გაგვაცნო
სულ ახლახან Microsoft-მა Xbox Series X-ის სრული მონაცემები წარმოგვიდგინა.
ახალი თაობის კონსოლის შემადგნელობაში შედის AMD Zen 2 პროცესორი, რომელიც სპეციალურად იქსბოქსისთვისაა დამზადებული. პროცეოსორი რვა ბირთვიანია და თითოეული 3,8GHz სიხშირეზე მუშაობს.
აქვეა სპეციალური ვიდეობარათი AMD RNDA 2 , რომელსაც 12 ტერაფლოპი და 52 გამომთვლელი ერთეული აქვს, საიდანაც თითოეული 1,825GHz-ზე მუშაობს. ეს ყველაფერი 7-ნანომეტრიან არქიტექტურაშია მოქცეული. აქვეა 16-გეგაბაიტიანი GDDR6 ოპერატიული მეხსიერებაც, 1-ტერაბაიტიან NVME SSD შიდა მეხსიერებასთან ერთად.
Microsoft-მა ახალ Xbox Series X-ში, მიუხედავად კომპაქტური დიზაინისა, ორ დედა დაფა მოათავსა. ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი გამაგრილებელი უმკვლადება, რომელიც 130-მილიმეტრიანია — ქულერი ქვედა მხარესაა დამონტაჟებული და ჰაერს კონსოლის ზედა მხრისკენ უბერავს.
დეველოპერებს 16-გეგბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების საკმაოდ ეფექტიანად გამოყენება შეეძლებათ. 10 გეგაბაიტი განკუთვნილია სწრაფი მუშაობისთვის, 3,5 სტანდარტული რეჟიმისთვის, ხოლო 2,5 გეგაბაიტი ოპერაციულ სისტემას აქვს დაკავებული.
კონსოლის შიდა მეხსიერების გაზრდა 1 ტერაბაიტიანი ჩიპებით იქნება შესაძლებელი. ასევე ვხვდებით USB 3,2 გარე HDD მეხსიერების მხარდაჭერასაც და 4K Blu-ray დისკის წამკითხველსაც.
Microsoft-ის მიზანია, რომ თამაში 4K გარჩევადობაში, წამში 60 კადრით შევძლოთ, უკეთეს შემთხვევაში კი წამში 120 კადრამდეც ავიდეს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება თამაშების ჩატვირთვის სიჩქარეა, რაც SSD მეხსიერების დამსახურებაა. სადემონსტაციოდ კომპანიამ გვანახა, რომ State of Decay 2 მთელი 40 წამით უფრო მალე ჩაიტვირთა Series X-ზე, ვიდრე წინა თაობის Xbox One X-ზე, რაც ნამდვილად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
კომენტარები