როგორ ვისარგებლოთ ბანკის სერვისებით სახლიდან გაუსვლელად
ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ხშირად ისმენთ ადამიანებთან ახლო კონტაქტის თავის არიდებაა. გამოცხადებული პანდემიის გამო მრავალი ორგანიზაცია სახლიდან მუშაობის რეჟიმზეა გადასული. ტექნოლოგიური კომპანიები კი დისტანციური მუშაობისთვის განკუთვნილ პროგრამებს უფასოდ ხელმისაწვდომს ხდიან.
სხვა კომპანიების მსგავსად, შეზღუდვები, რა თქმა უნდა, ბანკებსაც ეხებათ, თუმცა ამ სფეროში ადამიანებს ციფრული გზის არჩევის საშუალება უფრო ხშირად აქვთ, რაც საკუთარი საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალებას იძლევა.
15 მარტს Lightico-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით, რომელშიც 1 000 ადამიანი მონაწილეობდა, გაირკვა, რომ გამოკითხულთა 82% კორონავირუსის დროს ბანკის ფილიალებში სტუმრობისგან თავს იკავებდა. ორი მესამედი კი მზად იყო, რომ ტრადიციული მეთოდების ნაცვლად დისტანციური ალტერნატივები გამოეყენებინა.
ასეთი ტენდენცია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო და უფრო ხშირად შეიმჩნევა. ინტერნეტ და მობილბანკის პოპულარობა იმატებს, ტრადიციული ფილიალების კი — იკლებს. შექმნილ სიტუაციას თავს ყველაზე კარგად სწორედ ის დაწესებულებები გაართმევენ, რომლებსაც ციფრული სერვისები ფართოდ აქვთ დანერგილი.
რა თქმა უნდა, ინტერნეტ და მობილბანკის პოპულარობას ბუნებრივი მიზეზები აქვს, რატომ უნდა დახარჯო დრო ფილიალში მისასვლელად, როცა იმავეს გაკეთება თითის რამდენიმე მოძრაობით მარტივად შეგიძლია?
სტატიაში წარმოგიდგენთ ყველა იმ სერვისს, რომელიც საქმის დისტანციურად შესრულებაში დაგეხმარებათ
ინტერნეტბანკი და მობილბანკი
ეს საქართველოს ბანკის ვირტუალური ფილიალია, რომელში შესასვლელადაც მობილურის ჯიბიდან ამოღება ან ლეპტოპის გახსნაც კი საკმარისია.
მაგრამ მაინც რისი გაკეთება შეგიძლია ინტერნეტ და მობილბანკით?
- გადაიხდი კომუნალურებს ყოველგვარი საკომისიოს გარეშე;
- შეავსებ მობილურის ბალანსს უფასოდ;
- გადაიხდი ჯარიმებს საკომისიოს გარეშე;
- გადარიცხავ თანხას ნებისმიერი მიმართულებით, ყველა ვალუტაში;
- ამოიღებ ამონაწერს სხვადასხვა ფორმატში;
- საჭიროების შემთხვევაში დაბლოკავ და განბლოკავ ბარათებს;
დამატებით, მობილბანკით შეგიძლია საერთაშორისო ფულადი გზავნილებიც მიიღო, ან აიღო სესხი წამებში და ამისთვის ფილიალში მისვლა საჭირო სულაც არაა. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში მობილბანკში თანხას შეღავათიანი კურსითაც დააკონვერტირებ. ასევე, შეძლებ ანაბრის უკეთესი პირობებით გახსნას.
ინტერნეტბანკის, მობილბანკის და საქართველოს ბანკის ვებგვერდის საშუალებით შეგიძლია უფასოდ მოითხოვო ბარათის დამზადება. ინტერნეტბანკიდან ასევე შესაძლებელია სამომხმარებლო სესხის მოთხოვნასაც.
ბიზნეს ინტერნეტბანკი
როდესაც ორგანიზაციების დიდი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, ბიზნეს ინტერენტბანკი განსაკუთრებით აქტუალური ხდება.
მისი საშუალებით ფილიალში მიუსვლელად შეგიძლია საკუთარი კომპანიის ფინანსები მართო, აკონტროლო ტრანზაქციები და დეპოზიტები, მოითხოვო დაფინანსება, მართო ბარათები — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეასრულო ნებისმიერი ოპერაცია.
Tskapp და Apple Pay
შეიძლება სამსახურში ფიზიკურად არ გამოცხადდე, თუმცა, ამა თუ იმ მიზეზის გამო გარეთ გასვლა ხანდახან, ალბათ, მაინც დაგჭირდება. ამ შემთხვევაში კი პირად ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
თუ თქვენ აიფონი გაქვთ, უკონტაქტო გადახდებისთვის შეგიძლიათ Apple Pay გამოიყენოთ, ანდროიდის შემთხვევაში კი Tskapp დაგეხმარებათ.
ამ შემთხვევაში ქეშის გამოყენება აღარ მოგიწევთ და გადახდებს უკონტაქტოდ, ბარათით ან მობილურით განახორციელებთ.
კორონავირუსთან დაკავშირებით რჩევებისა და რეკომენდაციების ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.
კომენტარები