ილონ მასკი: ჩემი მიზანია კაცობრიობა მარსზე მანამდე მივიყვანო, სანამ მოვკვდები
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში გამართულ კონფერენციაზე SpaceX-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის უდიდეს მიზანს სიკვდილამდე ადამიანების მარსამდე მიყვანა წარმოადგენს.
"თუკი პროგრესს არ დავაჩქარებთ, სანამ მარსამდე მივაღწევთ, ყველა შემთხვევაში მკვდარი ვიქნები", — თქვა მან.
მასკის გეგმა საკმაოდ ამბიციურია — მას სურს, რომ მარსზე 2050 წლამდე ქალაქი დააფუძნოს, სადაც მილიონამდე ადამიანი იცხოვრებს.
ის ამბობს, რომ თუ განვითარების ტემპებს მნიშვნელოვნად არ გავზრდით, ამ თარიღისთვის მარსზე ქალაქების გაშენების შანსი არ გვაქვს.
SpaceX ამჟამად Starship-ზე — მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთის გასაგზავნად განკუთვნილი ხომალდის აგებაზე მუშაობს. კომპანიის მიხედვით ხომალდი დაახლოებით 100 მგზავრს დაიტევს.
კომენტარები