რა სიახლეები გველის iOS 14-ში
გუშინ 9to4Mac-მა iOS 14-ის კოდში აღმოჩენლი რამდენიმე ახალი ფუნქციის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო, დღეს კი MacRumors ამ სიას ახალი დეტალებიც შემატა. ჯერ უცნობია ყველა ამ დეტალს მართლაც ვიხილავთ თუ არა ახალ iOS 14-ში, თუმცა, ეს Apple-ისათვის ნამდვილად დიდი განახლება იქნებოდა.
დავიწყოთ ახალი ფიტნეს აპლიკაციით, რომლის კოდური სახელიც "Seymour-ია" და სავარაუდოდ, საბოლოო ვერსიაში Fit ან Fitness ერქმევა. ეს ცალკემდგომი აპლიკაციაა, რომელიც თავსებადი iOS 14-თან, watchOS7-თან და tvOS 14-თან იქნება. როგორც ირკვევა, Fit არ ჩაანაცვლებს Activity აპლიკაციას. როგორც აღოჩნდა, ახალი აპლიკაცია საშუალებას მოგცემთ გადმოწეროთ სხვადასხვა ფიტნეს ვიდეოები და ვარჯიშები.
iOS 14-ში კიდევ ერთი ახალი API — PencilKit გამოჩნდა, რომელიც ეფლის კალმის ფუნქციების არეალს აფართოვებს. მაკრუმორსის თქმით, ახალი API საშუალებას მოგვცემს, რომ კალმით ისეთ აპლიკაციებშიც ვწეროთ, როგორიც მესიჯები, მეილი ან კალენდარია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ფუნქციაზე წვდომას ნებისმიერი დეველოპერიც მიიღებს.
განახლება შეეხება iMessage-საც, თუმცა აქ გასაოცარი არაფერი ხდება. ეფლი მუშაობს @-თეგების გამოყენების ფუნქციაზე, რაც, მაგალითად, ფეისბუქის მესენჯერს უკვე დიდი ხანია აქვს. ასევე ლაპარაკია მესიჯის წაშლის ფუნქციაზეც, მანამ სანამ ადრესატი მას ნახავს. MacRumors აცხადებს, რომ ეს ფუნქციები მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია და მათი ნახვა რეალურ iOS14-ში ნაკლებად სავარაუდოა.
MacRumors ინფორმაციას ნანატრ ტეგებზეც ავრცელებს. მათი სახელი AirTags იქნება და დიახ, ისინი დადასტურებულად გამოვა.
კომენტარები