NASA-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა
NASA-ს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რის გამოც კოსმოსური სააგენტოს კვლევითი ცენტრებში დასაქმებულებს მუშაობა სახლიდან მოუწევთ.
სააგენტოს თქმით, ეიმსის კვლევითი ცენტრის თანამშრომლის ვირუსით ინფიცირება კვირას დადასტურდა.
"ცენტრში ვირუსის გავრცელებას ხელი მალევე შევუშალეთ, თუმცა დამატებითი უსაფრთხოებისთვის დროებით თანამშრომლები დისტანციურად იმუშავებენ", — განაცხადა სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დასაქმებულებს ცენტრში ვიზიტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლებათ.
ამჟამად, უცნობია თუ როგორ დაინფიცირდა დასაქმებული და რა მდგომარეობაშია ის. კვლევითი ცენტრი მოფეტის სახელმწიფო აეროდრომზე, სან-ფრანცისკოსთან ახლოს მდებარეობს.
კალიფორნიაში კორონავირუსით დაინფიცირების სულ 89 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლიდანაც ერთი ფატალურად დასრულდა.
კომენტარები