2040 წლიდან ნორვეგიაში, შესაძლოა, ყველა შიდა ფრენა ელექტრო თვითმფრინავებმა შეასრულონ
ის ადამიანები, რომლებიც ნორვეგიის უკიდურეს ჩრდილოეთში ცხოვრობენ ცაში ელექტრო თვითმფრინავებს უახლოეს 10 წელიწადში იხილავენ.
სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ნორვეგიული ავიახაზების, Avinor-ისა და სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელიც მარტში გავრცელდა, ელექტრო თვითმფრინავები იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი სათბურის აირების გამოყოფის შესამცირებლად.
ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში 16 აეროპორტია, რომლებიც ალტადან, ნორვეგიის ცენტრალური აერპორტიდან, სულ რაღაც 350 კილომეტრშია. ამ აეროპორტებს შორის ხშირია შიდა მიმოსვლა, რაც ფრენის სისწრაფითა და ფასებითაა განპირობებული.
ნორვეგიის საავიაციოების მიზნები ნათელია. მათ სურთ, რომ ელექტრო თვითმფრინავით პირველი ფრენა 2030 წელს განხორციელდეს, ხოლო 2040 წლისთვის შიდა სამოქალაქო ავიაცია სრულად ელექტროფიცირებული უნდა იყოს. თუკი ეს ყველაფერი რეალურად განხორციელდება, მაშინ, 2020 წელთან შედარებით, 2040 წელს ნორვეგიაში სასათბურე გაზების გამოყოფა 80%-ით შემცირდება.
ასეთ პატარა ფრენებს ელექტრო თვითმფრინავები განახორციელებენ, რომელთაგანაც ყველაზე დიდი მხოლოდ 19 მგზავრს დაიტევს.
ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება Alice, ის 9 ადგილიანია და, რაღა თქმა უნდა, სრულად ელექტროა. იგი წელს, ისრაელში კომპანია Eviation-ის მიერ დამზადა. კომპანიის განცხადებით თვითმფრინავს ერთი სრული დატენვით 1 046 კილომეტრის გავლა შეუძლია.
კომენტარები