Sharp ტელევიზორების ქარხანაში პირბადეების დამზადებას დაიწყებს
Sharp იაპონიაში, მიეს პრეფექტურაში, ქალაქ კამეიამაში მყოფ საწარმოს, რომელშიც ძირითადად ტეელევიზორები და LCD პანელები იწყობა, პირბადეების დასამზადებლად გამოიყენებს.
კომპანიის გეგმით, თვის ბოლოს საწარმო დღეში 150 000 პირბადეს დაამზადებს, ხოლო საბოლოოდ წარმოების რიცხვი 500 000-მდე გაიზრდება. ეს საწარმო პირბადეების გამოსაშვებად იდეალურია, რადგან მასში LCD პანელების დასამზადებლად სისუფთავის მაღალი სტანდარტებია დაცული.
Sharp-ს, რომელიც დღეს Foxconn-ის საკუთრებაა, პირბადეების გაყიდვაში ჩაშვებაზე და მის სავარაუდო ფასზე კომენტარი არ გაუკეთებია.
იაპონიაში პირბადეების დეფიციტია. ზოგადად, ზამთარში, მაშინ როცა დაავადებების გავრცელების საფრთხე დიდია, ქვეყანაში პირბადეებზე მოთხოვნა ისედაც იზრდება, თუმცა COVID-19-ის გავრცელების შემდეგ მათი მარაგი მთლიანად ამოიწურა. ასევე დეფიციტშია სხვა პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებიც, ხოლო თუ პირბადეების ონლაინ შესყიდვას შეეცდებით, მაშინ გაცილებით ძვირის გადახდა მოგიწევთ.
ამ ყველაფრის ფონზე Sharp-ის გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია.
ამავე თემაზე:
კომენტარები