AirPods-ის ქეისი, რომელიც Game Boy-ს გავს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ნელ-ნელა აქსესუარები გაჯეტებისათვის ისეთივე დატვირთვას იძენს, როგორც სამკაულები ადამიანებისათვის. ამიტომ ისინი დღითიდღე უფრო იხვეწება და თქვენი სტილის ჩამოყალიბებასა და განსაზღვრაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.
კომპანია Elago-მ ეარპოდსებისათვის ქეისი გამოუშვა, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ და ძველ დროს გაგახსენებთ. ქეისი GameBoy-ს დიზაინშია შესრულებული და ძალიან საყვარლად გამოიყურება.
ისეთი აქსესუარების შექმნა, რომლებიც თქვენს გაჯეტებს, "სხვა ნივთად აქცევს," Elago-ს სტილია. მაგალითისთვის შეგვიძლია ვნახოთ მათი სადგამი, რომელიც თქვენს Apple Watch-ს მაკინტოშად აქცევს.
AW5 Game Boy ორ ფერშია წარმოდგენილი — შავში და Game Boy-ს კლასიკურ ნაცრისფერეში და მისი ფასი სულ რაღაც 12,99 დოლარია.
კომენტარები