როგორ გავიგო, ძვირს ვიხდი თუ არა ბინაში? – პირადი გამოცდილება
ბინის შეძენა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა და თითოეული შეცდომის ფასიც საკმაოდ მაღალია. თუ რაიმე წუნი აღმოუჩინე ან უბრალოდ მიხვდი, რომ მაინცდამაინც საშენო არაა, ვერც დააბრუნებ და ვერც გადაცვლი. წინასწარ თუ არ შეაფასებ ყველაფერს, მერე უბრალოდ მოგიწევს, რომ საკუთარი გაუფრთხილებლობის შედეგებთან ერთად იცხოვრო. მაგალითად, მეათედ რომ შეეჯახები შუა ოთახში წამოჭიმულ ტიხარს, მიხვდები, რომ სჯობდა, ცოტა დიდი დრო დაგეთმო ბინის ძებნისათვის.
უძრავი ქონების საიტების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ ორი ძირითადი თავისებურება აღმოვაჩინე. პირველი: ძალიან რთულია ისეთი განცხადების მოძებნა, რომელსაც ნორმალური ფოტოები აქვს დართული; ცნობილ საიტებზე განცხადებების დიდი ნაწილი ან სურათების გარეშეა განთავსებული, ან თუ ზარმაც ბროკერთან გაქვთ საქმე, რამდენიმე ბინას ერთი და იგივე რენდერი ადევს (ამ მხრივ AREA.GE გამონაკლისია. რაც ვნახე, ყველა განცხადებას მეტნაკლებად ნორმალური ფოტოები ჰქონდა. ალბათ, იმიტომ, რომ ფოტოგრაფის სერვისი თვითონვე აქვთ)
და მეორე: იმის გამო, რომ ადამიანები სენტიმენტალური არსებები ვართ, ბინების გარკვეულ ნაწილს სრულიად, სრულიად არარეალური ფასი ადევს. გასაგებია, რომ ეს კედელი, რომელზეც ბავშვის სიმაღლეში ზრდა რიცხვებში ასახული, მფლობელისთვის ემოციურ დატვირთვას ატარებს, მაგრამ ახალი მყიდველისთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ბინას კოსმეტიკური რემონტი დასჭირდება. ხშირად, ბინის რემონტი დიდად მომხიბვლელი არაა, მაგრამ "გარემონტებულობის" გამო ბინის მფლობელები რეალურ ფასს საოცარ თანხებს ამატებენ, რადგან ახსენდებათ, კონკრეტულად რამდენი თვე დახარჯეს მუშებთან კამათში, საღებავის სუნის სუნთქვაში და ზუსტად იმ ფერის "დასმაში", რომელიც უნდოდათ.
ჩნდება კითხვა: თუ ბინების ექსპერტი არ ხარ ან შენი ჰობი თავისუფალ დროს უძრავი ქონების ბაზრის კვლევა არაა, როგორ უნდა მიხვდე, შემთხვევით ძვირს ხომ არ გახდევინებენ?
ასჯერ გაზომე, ერთხელ იყიდე
როგორც ზემოთ გითხარით, ბინის ყიდვა დიდი პროექტია, მე კი იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ მასშტაბურ საგამოძიებო-ანალიტიკურ ოპერაციებს ატარებენ (პოტენციური შეყვარებულის პლიუსები და მინუსები თუ ექსელში ერთხელ მაინც ჩამოგიწერიათ, მაშინ მიხვდებით, რას ვგულისხმობ).
ამიტომ ათობით ვარიანტიდან რამდენიმე ფინალისტი ბინის დატოვების შემდეგ, გადავწყვიტე, რაციონალურად გამომერკვია საუკეთესო ვარიანტი.
ბინების შესადარებლად AREA.GE-ს სპეციალური მომსახურება აქვს, თუმცა შეფასების რამდენიმე სახე არსებობს და მათ შორის განსხვავების ცოდნა აუცილებელია.
საორიენტაციო შეფასება
ეს ფუნქცია ბინის მიახლოებითი ღირებულების დადგენაზეა გათვლილი და საორიენტაციოდ დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ. პლატფორმაზე ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი უძრავი ქონების ღირებულებას საიტზე განთავსებულ განცხადებებს შეადარებს და გეტყვით, დაახლოებით რა შეიძლება ღირდეს კონკრეტული მახასიათებლების მქონე ბინა.
მაგალითად, მე ახალაშენებულ ბინას ვეძებდი ავლაბარში, 70-75 კვადრატული მეტრის ფარგლებში.
სანამ შედეგზე გადავიდოდეთ, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება ღირდეს ასეთი ბინა.
.
.
ტა-დაამ!
მთლიანი ფასი: 142,534 ₾
კვადრატულის ფასი: 1,900 ₾
ქირის ფასი: 1,143 ₾
ამ შედეგის მიხედვით, ჩემი არჩეული ბინებიდან ერთი საგრძნობლად იაფი იყო რეალურ ფასზე, დანარჩენი ორი კი - მეტნაკლებად ძვირი, თუმცა ეს შეფასება არ ითვალისწინებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა კონკრეტული ადგილმდებარეობა, ან ის, რომ ამ შედარებით ძვირ ბინებს უფრო დიდი აივანი ჰქონდათ და ა.შ.
რასაც მივყავართ სარეკომენდაციო შეფასებამდე
სარეკომენდაციო შეფასება
ამ სერვისის არჩევის შემთხვევაში საქმეში პლატფორმის პარტნიორი, საერთაშორისო ორგანიზაცია Cushman & Wakefield ერთვება.
სარეკომენდაციო შეფასების მოთხოვნა ძალიან მარტივია. ამისთვის საიტზე განთავსებული განცხადების საიდენტიფიკაციო კოდის შესაბამის ველში ჩაწერა დაგჭირდებათ. განცხადების გაკეთებიდან 4 საათში ელექტრონული ფოსტით მივიღე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა იმ ბინაზე, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიმიწევს გული და მერე გულდასმით წავიკითხე.
როგორც აღმოჩნდა, შერჩეული ბინის შესაფასებლად რამდენიმე მეთოდი გამოიყენება. მათ შორისაა გაყიდვების შედარების მეთოდი, რომლის მეშვეობით რამდენიმე მსგავს ბინას ერთმანეთს ადარებენ და საორიენტაციო ფასი საშუალოდ განისაზღვრება. ჩემი შერჩეული ბინა ექსპერტებმა 60 000 დოლარად შეაფასეს, მეპატრონე კი 50 000 დოლარად ჰყიდის.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ დოკუმენტს თან ახლდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რაზეც დამატებითი დროის დახარჯვა აღარ დამჭირდა.
სარეკომენდაციო შეფასება 19 ლარი ღირს და ერთ სამუშაო დღეზე ნაკლები ვადა მიაქვს.
პროფესიონალური შეფასება
რაც შეეხება პროფესიონალურ შეფასებას, ეს სერვისი გამოადგება არა მხოლოდ ბინის მეპატრონეებს, არამედ უძრავი ქონების მაძიებლებსაც. პროფესიონალური შეფასების საბოლოო შედეგი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტაციაა, რომლითაც შეგიძლია დაადასტურო ბინის საბაზრო ღირებულება. განაცხადის გაკეთებიდან ერთ დღეში, ელ.ფოსტის მისამართზე ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილი, სრულფასოვანი დოკუმენტი გაქვს, რომელიც, მაგალითად, შეგიძლია ბანკში წარადგინო.
სერვისის ღირებულება 49 ლარია.
რაც შეეხება ჩემ მიერ არჩეულ ბინებს:
საბოლოოდ ერთი კონკრეტული ბინისკენ გადავიხარე, მაგრამ ეს უკვე ის მომენტია, როცა სხვა ადამიანებსაც უნდა ჰკითხო აზრი და ეს ადამიანები შეიძლება, ინტერნეტ-მომხმარებლებიც იყვნენ.
ნახეთ ეს ფოტოები და მითხარით, გადაიხდიდით ამ ბინაში $50 000-ს?
კომენტარები