ახალ აიფონს, აიპედსა და მაკბუქს, დიდი ალბათობით, მარტის ბოლოს ვიხილავთ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
Apple-ის "ბიუჯეტურ" სმარტფონს საკმაოდ დიდი ხანია ველოდებით, საბედნიეროდ, ის გამოსვლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple ღონისძიებას 31 მარტს გამართავს, ახალი სმარტფონები კი გაყიდვაში აპრილის პირველივე კვირაში ჩაეშვება.
თუკი Digitimes-ს დავუჯერებთ, ღონისძიებაზე ასევე ვიხილავთ ახალ iPad Pro-ს.
გავრცელებულ ცნობების მიხედვით, ეფლის ახალ ტაბლეტს სიღრმის სენსორით აღჭურვილი სამმაგი კამერა ექნება. ასევე მოსალოდნელია, რომ აიპედის და აიფონის გარდა ეფლი 13-ინჩიან MacBook Pro-ს განახლებულ ვერსიასაც შემოგვთავაზებს.
გასათვალისწინებელია Apple-ის განცხადებაც, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გამო ახალი მოწყობილობების ოფიციალურ მაღაზიებამდე მიწოდება შეიძლება შეფერხდეს.
კომენტარები