Starlink-ის წარმატებული გაშვების შემდეგ SpaceX-მა ამაჩქარებელი დაკარგა
ორშაბათს, SpaceX-მა Starlink თანამგზავრების ახალი პარტია წარმატებით გაუშვა, თუმცა რაკეტა Falcon 9-ს, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში მცურავ პლატფორმაზე, Of Course I Still Love You-ზე უნდა დაშვებულიყო, პრობლემები შეექმნა.
მსგავსი რამ უკვე თითქმის ოთხი წელია აღარ მომხდარა. Falcon 9-ს პლატფორმაზე დაშვებისას პრობლემა ბოლოს 2016 წლის ივნისში შეექმნა.
რაკეტების წარმატებული დაშვება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რათა სამომავლოდ მათი ხელახალი გამოყენება გახდეს შესაძლებელი. მსგავსი მეთოდი SpaceX-ს ხარჯებს რამდენჯერმე ამცირებს. კონკრეტულად ამ Falcon 9-თვის კი ეს რიგით მეოთხე ფრენა იყო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის რაკეტების ხელახალ გამოყენებებს შორის საოცრად მოკლე შუალედებია. Falcon 9, რომელიც ორშაბათს გაეშვა, ბოლოს 72 დღის წინ იყო გამოყენებული.
ჯერჯერობით უცნობია თუ ზუსტად რა მოხდა დაშვების დროს. ჩანაწერში მხოლოდ კვამლის დანახვაა შესაძლებელი. რაკეტა გემის გვერდით, წყალში ჩაეშვა, კომპანიის წარმომადგენლებს იმედი აქვთ რომ იგი მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.
"ამჯერად დაშვება ნამდვილად არ გამოგვივიდა", — განაცხადა SpaceX-ის ერთ-ერთმა ინჟინერმა ლორენ ლიონსმა.
ამავე თემაზე:
კომენტარები