ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ერთი წვიმის წვეთს 100 შუქდიოდის ანთება შეუძლია
ბოლო დროს არსებული ენერგომოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მკვლევრები სულ ცდილობენ განახლებადი ენერგიის ახალი წყაროები იპოვონ.
განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები ძირითადად კლიმატურ მოვლენებს ეყრდნობიან, როგორიცაა მზის დასხივება, ქარი და წყალი. ენერგიისთვის ეს ამოუწურვადი და სანდო რესურსია.
დიდი ხნის მანძილზე, მკვლევრები ენერგიის გამომუშავებას წვიმიდანაც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. ახლა, ეს შესაძლოა შეიცვალოს.
ახალი კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც დაცემული წვიმის წვეთიდან ენერგიის წარმოება შეიძლება. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით, 1 წვეთს 100 LED ნათურის ანთება შეუძლია.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ 100 მიკროლიტრი წყლის 15 სანტიმეტრი სიმაღლიდან დაცემას, 140 ვოლტის გენერირება შეუძლია" — ამბობს ინჟინერი ვან ზუანკაი, კვლევის თანაავტორი.
მეცნიერები ახალ ტექნოლოგიას წვეთზე დაფუძნებულ ელექტროენერგიის გენერატორს (DEG) ეძახიან, რომლის მთავარი კომპონენტია პოლიტეტრაფლუოროეთილენის (PTFE) ზედაპირი, რომელიც წყლის წვეთთან კონტაქტისას იმუხტება.
წყლის წვეთი ეცემა PTFE ზედაპირს, წარმოიქმნება ელექტრული ენერგია და ელექტროდი აქტიურდება — წყლის წვეთი რეზისტორის ფუნქციას ასრულებს, PTFE კი რეალურად კონდენსატორია.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში ამ ტექნოლოგიის გამოყენება ნებისმიერ ზედაპირზე იქნება შესაძლებელი. ანუ ელექტრონერგიის გენერირება შესაძლებელი იქნება სახლის სახურავიდან, მანქანაზე მოხვედრილი წვეთებიდან, ქოლგიდან და ა.შ
ახალი ტექნოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებამდე მაინც დიდი დროა. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ პირველი წარმოებისთვის განკუთვნილი პროტოტიპის შექმნა მომდევნო 5 წელში მოხერხდება.
კომენტარები