სამხრეთ ამერიკაში მანქანის ზომის კუს ბაკანი აღმოაჩინეს
გიგანტური კუ (Stupedemys Geographicus) დედამიწაზე დაახლოებით 7-13 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
ახლახან გიგანტური კუს ახალი ნამარხი კოლუმბიის ტატაკოას უდაბნოსა და ვენესუელას ურუმაკოს რეგიონებში იპოვეს, ხოლო პირველად ამ სახეობის არსებობის შესახებ 1970 წელს აღმოაჩინეს. მიუხედავად რამდენიმე ნამარხისა, ამ არსებაზე ბევრი რამ უცნობია.
გიგანტური კუ პრაქტიკულად მანქანის ზომისაა და მიიჩნევა, რომ სამხრეთ ამერიკაში ამაზონის და ორინოკოს მდინარეების წარმოქმნამდე ბინადრობდა.
მკვლევრების თქმით, გიგანტურ მამრ კუებს ბაქანზე რქები ჰქონდათ, რომლებსაც სავარაუდოდ სხვა მამრებთან საჩხუბრად იყენებდნენ. მსგავსი დასკვნის გამოტანის საშუალებას განამარხებულ ბაქნებზე დატოვებული შრამები გვაძლევს.
ყბის ძვლებისა და ფორმის მიხედვით, გიგანტური კუები სავარაუდოდ ტბის და მდინარეების ფსკერზე ბინადრობდნენ და ძირითადად პატარა ცხოველებით და წყალმცენარეებით იკვებებოდნენ.
მკვლევრები მიიჩნევენ, რომ გიგანტური ზომა კუს გადარჩენაში ეხმარებოდა. ეს კუები გიგანტურ ნიანგებთან და სხვა მტაცებლებთან თანაცხოვრობდნენ, ამიტომ თავდაცვის კარგი მექანიზმი აუცილებლობას წარმოადგენდა.
მეცნიერებმა ერთ-ერთი განამარხებული კუს ბაქანაში პრეისტორიული ნიანგის ჩასობილი კბილიც კი იპოვეს.
კომენტარები