ახალი დამტენები უფრო მძლავრია, ვიდრე კომპიუტერი, რომელიც აპოლო 11-ს მართავდა
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძველ და ახალ ტექნოლოგიებს ხშირად ადარებენ. ალბათ ბევრს გსმენიათ, რომ თანამედროვე სმარტფონს ძველ კოსმოსურ ხომალდებზე და სამმართველ კომპიუტერზე დიდი გამოთვლითი ძალა აქვთ.
საინტერესოა, რომ Apple-ის დეველოპერის ფორესტ ჰელერის მტკიცებით, აპოლო-11-ის სამმართავ მთავარ კომპიუტერზე ძლიერი არათუ თანამედროვე სმარტფონია, არამედ თანამედროვე USB-C დამტენიც კია.
დამტენსა და 70-იანების სუპერკომპიუტერს შორის შედარების გაკეთება არც ისე მარტივია. ეს ორი მოწყობილობა, როგორც ხვდებით, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მიუხედავად ამისა, თანამედროვე დამტენს დაახლოებით იგივე კომპონენტები აქვს, რაც აპოლო 11-ის კომპიუტერს.
ახლა კი აპოლო 11-ის კომპიუტერი Anker-ის ერთ-ერთ დამტენს შევადაროთ:
აპოლო-11-ის სამართავ კომპიუტერის პროცესორის მუშაობის სიჩქარე 1,024 მეგაჰერცი (MHz) იყო, ოპერატიული მეხსიერება კი 4-კილობაიტს შეადგენდა. Anker-ის USB-C დამტენის პროცესორის სიჩქარე 48 მეგაჰერცია, ოპერატიული მეხსიერება — 8 კილობაიტი.
ამასთანავე, აპოლო-11-ის კომპიუტერს მხოლოდ 72 კილობაიტიანი მოცულობა ჰქონდა, ზემოხსენებულ USB-C დამტენის მეხსიერება კი 128 კილობაიტს აღწევს.
საერთო ჯამში, ჰელერის გამოთვლებით, თანამედროვე დამტენი აპოლო-11-ის კომპიუტერზე 563-ჯერ სწრაფია და თანაც 1,78-ჯერ მეტი ინფორმაციის დატევა შეუძლია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დამტენი აპოლო-11-ის კომპიუტერზე ძლიერია, ის, რა თქმა უნდა, კომპიუტერს ვერ ჩაანაცვლებდა. USB-C დამტენი კოსმოსური ხომალდის სამართავად ნაკლებად გამოდგება. თუმცა ძველი და ახალი ტექნოლოგიის შედარება მაინც საინტერესო პერსპექტივას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რაოდენ სწრაფად განვითარდა ტექნოლოგია და მიანიშნებს იმაზეც, თუ რამდენი რამის მიღწევა შეიძლება ერთი შეხედვით სუსტი მოწყობილობებით.
კომენტარები