ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება კიდევ ერთხელ გადაიდო
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) 2021 წლის მარტში სავარაუდოდ არ გაეშვება. გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები ტელესკოპის დასრულების პროცესს საგრძნობლად ახანგრძლივებს, რაც თავისთავად დამატებით ხარჯებს ქმნის. NASA ტელესკოპის გაშვების ახალ თარიღს მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოაცხადებს.
JWST-ზე მუშაობა NASA-მ 90-იან წლებში დაიწყო და მისი ბიუჯეტი ერთიდან 3,5 მილიარდამდე მერყეობდა. მეცნიერები მის გაშვებას 2007-2011 წლებში გეგმავდნენ, თუმცა გაშვების თარიღი გადაიდო და დროთა განმავლობაში პროექტის ხარჯებიც გაიზარდა. NASA-ს გამოთვლებით ტელესკოპის ამჟამინდელი ბიუჯეტი 9,66 მილიარდ დოლარს აჭაბებს.
2018 წლის ტესტირებებმა JWST-ის ხრახნების დაზიანება გამოწვია. გარდა ამისა, კომპანია Northrop Grumman-მა ხომალდის მზიური ფარი, რომელიც ტელესკოპის ტემპერატურის შესანარჩუნებლადაა საჭირო, შემთხვევით გახია. 2019 წელს კი ტესტირებებმა ტელესკოპის ორ მნიშვნელოვან კომპონენტთან დაკავშირებული ხარვეზები გამოავლინა.
ყველაფრის მიუხედავად, ასტრონომიული საზოგადოებისთვის JWST პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი პროექტია. მას შემდეგ, რაც მისი აწყობა საბოლოოდ დასრულდება და ის გაეშვება, იგი ყველაზე დიდი და ძლიერი ტელესკოპი გახდება. ის დედამიწიდან დაახლოებით 1 500 000 კილომეტრის სიშორეზე განთავსდება, ტელესკოპი სამყაროს უძველეს ობიექტებს დააკვირდება და ასტრონომებს დროში მოგზაურობის საშუალებას მისცემს.
ამავე თემაზე:
კომენტარები