ინდეოთის ტყეებში, შესაძლოა, გეპარდები დააბრუნონ
მსოფლიოში სულ 7 100 ავაზა არის დარჩენილი და თითქმის ყველა მათგანი აფრიკაში ცხოვრობს. თავის დროზე ინდოეთშიც უამრავი ავაზა ცხოვრობდა, თუმცა დღეს ინდოეთში ამ სახეობის მხოლოდ 50 წარმომადგენელიღაა დარჩენილი.
ინდოეთის მთავრობამ უმაღლესი სასამართლოსგან ქვეყანაში ავაზების ხელახალი დასახლების ნებართვა ითხოვა. სასამართლო ინიციატივას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ ავაზებს "სათანადოდ შერჩეულ ადგილებში" დაასახლებენ.
ქვეყნები ხშირად ცდილობენ მათ ტერიტორიაზე გადაშენებული ან გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაბრუნებას და გამრავლებას. ბიოლოგებსა და გარემოს დაცვის ექსპერტებს შორის ეს ყოველთვის დავის საგანი არის ხოლმე.
ბევრი შიშობს, რომ ავაზების ინდოეთში დაბრუნება ცხოველებისთვის შემზღუდველი აღმოჩნდება. ექსპერტები შიშობენ, რომ ინდოეთი ამისთვის ჯერ მზად არის და თუ ექსპერიმენტმა არ გაამართლა, ავაზებს პრაქტიკულად ტყვეობაში მოუწევთ ცხოვრება.
ავაზების დაბრუნების კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ინდოეთში სხვა ცხოველების რეპოპულაციის მცდელობები ხშირად კრახით დასრულებულა.
ამის ნათელი მაგალითია 1950-იანებში ჩანდრაპრაბჰას ნაკრძალზე ლომების დაბრუნება, სადაც ახლადჩამოყვანილი ლომები არალეგალურმა ნადირობამ იმსხვერპლა.
ექსპერტები შიშობენ, რომ, შესაძლოა, ავაზებსაც იგივე ბედი ეწიოთ.
ველური ბუნების დაცვას და ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლას დიდი ხარჯები სჭირდება. ეს რესურსი კი ბევრ ქვეყანას არ აქვს. ინდოეთში გადაშენების საფრთხე სხვა ცხოველებსაც ემუქრებათ, მაგალითად, ბენგალურ ვეფხვს და ინდურ მარტორქას.
ამ ცხოველების სიცოცხლისთვის საფრთხეს პირველ რიგში ბრაკონიერები წარმოადგენენ. ბრაკონიერობა და ცხოველებით არალეგალური ვაჭრობა მთელ აზიაში ძალიან დიდი პრობლემაა. ამის მაგალითია აზიური სპილო, რომლის სახლობის არეალიც მუდმივად მცირდება, ცხოველს კი ძირითადად ეშვების გამო კლავენ.
კომენტარები