საფრანგეთმა კორონავირუსის ორი შემთხვევა დაადასტურა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, აგნეს ბუზინის თქმით, ერთი შემთხვევა პარიზში, მეორე კი ბორდოში დაფიქსირდა.

ბუზინი ამბობს, რომ ევროპაში დაუდასტურებელი სხვა შემთხვევების არსებობაც სავარაუდოა. მან სიმპტომების მქონე იმ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ, გადაუდებელი დახმარების ცენტრებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"სწორედ გადაუდებელი დახმარების ოთახებშია სხვებთან კონტაქტის რისკი", — თქვა მან.

ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა. ჩინეთში ვირუსით ინფიცირების ასეულობით შემთხვევა ფიქსირდება. აშშ-ში კი დღეს კორონავირუსის მეორე შემთხვევაც გამოვლინდა.

მსოფლიოში ვირუსით დაინფიცირების 800-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი ამჟამად 26-ს აღწევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ გლობალური განგაშის საფუძველი ჯერჯერობითარ არსებობს.