LEGO-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მოდელი წარადგინა
ლეგო საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) საკმაოდ რეალისტური მოდელით დაბრუნდა. ახალი პროდუქტის აღსანიშნავად, ლეგოს გუნდმა მინიატურული ISS მოდელი გიგანტური ჰაერბურთის მეშვეობით სტრატოსფეროშიც გაუშვა.
კომპანიის განცხადებით, მოდელის საბოლოო დიზაინის დასადასტურებლად მათ NASA-ს ექსპერტებთან კონსულტაცია გაიარეს. მინიატურული ISS სხვადასხვა აქსესუარითა და დეტალითაა აღჭურვილი, მასზე დატანილია რვა მზის პანელი, რომელიც მზის ენერგიის გამოსაყენებლად არის განკუთვნილი და სადგურის დასატოვებლად შექმნილი ჰერმეტული კარები, ლეგოს მინიატურული ასტრონომებისთვის, ანუ ყველაფერი ისეა, როგორც ნამდვილ კოსმოსურ სადგურზე.
მოდელს, ეკიპაჟისთვის და ტვირთისთვის განკუთვნილი პატარა ხომალდი, რუსული Soyuz-იც მოჰყვება.
ერთადერთი რამ, რაც მოდელს ნამდვილი სადგურისგან განასხვავებს კოსმოსური შატლია, რომელიც 2011 წლიდან აღარ დაფრინავს.
თუ ახალი მოდელი მისი წინამორბედების მსგავსი იქნება, მისი აწყობა საკმაოდ სახალისო და ასევე, შემეცნებითი იქნება. ბოლო პერიოდში კომპანიამ შესანიშნავი კოსმოსური მოდელები წარმოადგინა. Saturn V — რაკეტა, რომელმაც ასტრონავტები მთვარეზე გაიყვანა და აპოლოს დამშვები მოდული.
ლეგოს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასაწყობი მოდელი 864 ნაწილისგან შედგება. მისი ფასი 69,99 დოლარს შეადგენს და იგი პირველი თებერვლიდან გაიყიდება.
კომენტარები