სამსუნგმა CES 2020-ზე საყვარელი, დამხმარე რობოტი გამოაგორა
CES 2020-ის პირველ დღეს Samsung-მა ყურადღების ცენტრში პატარა, ბურთივით რობოტი მოაქცია. Ballie — ასე ქვია სამსუნგის დამხმარე რობოტს, რომელიც თქვენი ჭკვიანი სახლის განუყრელი ნაწილი უნდა გახდეს.
სამსუნგის თქმით Ballie-ს ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს და როგორც ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ვხედავთ, მას შეუძლია იყოს მცველი რობოტი, ფიტნეს დამხმარე, ან თქვენი ჭკვიანი მოწყობილობების მმართველი. თუ მოისურვებთ, ის თქვენს შვილსა ან შინაურ ცხოველსაც დაუმეგობრდება და საჭიროების შემთხვევაში მათ გაართობს.
სახლის რობოტები ახალი არ არის, მაგალითად, ჩვენ ვიცით სონის რობოტი ძაღლის, Aibo-ს შესახებ. შესაბამისად, Ballie-ს ბაზარზე კონკურენტები აშკარად ჰყავს.
სამსუნგს არ დაუზუსტებია, როდიდან იქნება Ballie-ს შეძენა შესაძლებელი, არც მისი სავარაუდო ფასია ცნობილი. ერთი რამ, რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ სამსუნგის ახალი მგორავი რობოტი ნამდვილად საყვარლად გამოიყურება და თუ მისი ფასი ადეკვატური იქნება, მისი ყოლის სურვილი ალბათ ბევრ ადამიანს ექნება.
კომენტარები