Facebook თავისი ოპერაციული სისტემის შექმნაზე მუშაობს
მიუხედავად კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული სკანდალებისა თუ მომხმარებელთა ინფორმაციის უნებართვოდ დარიგებისა, ფეისბუქი არათუ ნებდება, არამედ თავისი ამბიციები კიდევ ახალ დონეზე აჰყავს.
The Information-ის ცნობით, კომპანია უკვე მუშაობს საკუთარ ოპერატიულ სისტემაზე, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ Google-სა და ანდროიდზე დამოკიდებული აღარ იყოს.
The Verge-ის თანახმად, ახალი ოპერაციული სისტემის განვითარებას სათავეში მარკ ლუკოვსკი ჩაუდგა — მაიკროსოფტის ყოფილი დეველოპერი, რომელიც Windows NT-ს თანაავტორი იყო.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გამოიყენებს ფეისბუქი თავის ოპერაციულ სისტემას, თუმცა შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მას პირველად Oculus-ზე ვიხილავთ, რომელზეც, ამ დროისთვის ფეისბუქი ანდროიდის მოდიფიცირებულ ვერსიას იყენებს.
აპარატურის წარმოების დეპარტამენტის უფროსის, ენდრიუ ბოსვორთის თქმით, კომპანიას სურს, რომ მომავალი თაობის ტექნოლოგიებში თავიანთი ადგილი დაიკავონ და სხვა კომპანიების იმედზე არ იყვნენ. როგორც ვიცით ფეისბუქი ვირტუალური რეალობის საკუთარ სათვალეებზე მუშაობს, სწორედ ამიტომ მათ თავიანთი სისტემა აუცილებლად დასჭირდებათ.
კომენტარები