ტოიოტა ლენდ კრუიზერის სერიის ერთობლივმა გლობალურმა გაყიდვებმა 10 მილიონ ერთეულს გადააჭარბა
"მადლობას ვუხდით იმ მომხმარებლებს, რომლებიც გვენდნენ და შეიძინეს ლენდ კრუიზერის სხვადასხვა სერიები"
იაპონიაში, ქალაქ ტოიოტაში, ტოიოტამ განაცხადა, რომ ტოიოტა ლენდ კრუიზერის სერიის ერთობლივმა გლობალურმა გაყიდვებმა გადააჭარბა 10 მილიონ ერთეულს.
ლენდ კრუიზერი ტოიოტას ყველაზე ხანგრძლივად გაყიდვადი ავტომობილია. ის პირველად 1951 წლის 1 აგვისტოს ჩაეშვა გაყიდვაში, როგორც ტოიოტა "ჯიიპ ბი ჯეი" ("Jeep BJ") და მისი წარმოება უკვე 68 წელია გრძელდება.
ლენდ კრუიზერის სრულმასშტაბიანი ექსპორტი დაიწყო ავტომობილის მე-20 სერიის გამოშვებისას, 1955 წლის ნოემბერში, პირველი თაობის ავტომობილის გამოშვებიდან 4 წლის შემდეგ.
მას შემდეგ, ტოიოტა მუდმივად ავითარებდა ავტომობილს, რათა უკეთ მორგებოდა მომხმარებლის საჭიროებებს ისე რომ არ კარგავდა მისი განვითარების კონცეფციის მთავარ საფუძველს, როგორებიცაა საიმედოობა, გამძლეობა და ცუდ გზებზე მართვადობის სიმარტივე.
ამ მიზეზების გამო მომხმარებლები მსოფლიო მასშტაბით მხარს უჭერენ ლენდ კრუიზერს.
პირველ ეტაპზე, წლიური ექსპორტი 100 ერთეულზე ნაკლებს შეადგენდა. 1965 წელს, როდესაც ექსპორტმა სრულ მასშტაბს მიაღწია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 10 000 ერთეულს წელიწადში. ამჟამად ლენდ კრუიზერი იყიდება მსოფლიოს დაახლოებით 170 ქვეყანასა და რეგიონში, ხოლო წლიური გლობალური გაყიდვების მაჩვენებელი 400 000 ერთეულს აღწევს.
ლენდ კრუიზერმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მსოფლიოში ტოიოტა ბრენდის მიმართ ნდობის ზრდას და საფუძველი ჩაუყარა კომპანიის ექსპორტის გაფართოებას. განსაკუთრებული სანდოობისა და გამძლეობის გამო, ზოგიერთ რეგიონში დღემდე, წარმოებიდან 50 წლის შემდეგაც კი, იყენებენ ლენდ კრუიზერის მე-40 სერიის ავტომობილებს.
ტოიოტა JEEP BJ
ლენდ კრუიზერის მე-40 სერია წარმოებიდან 50 წლის შემდეგაც აქტიურად გამოიყენება. (სურათი გადაღებულია სათევზაო ქალაქში, არაბთა გაერთიანებული ემირატები)
ლენდ კრუიზერის ისტორია არის ტოიოტას QDR-ის(Quality, Durability and Reliability) სიმბოლო. ეს ავტომობილი არის საიმედო კომპანიონი როგორც სამუშაოს შესრულებისას, ასევე ცხოვრების ნებისმიერი სტილისთვის. ლენდ კრუიზერს გადაჰყავს ადამიანები და გადააქვს მათი ნივთები, ის ასრულებს ადამიანის გადაადგილების ნებისმიერ სურვილს. ეს არის ავტომობილი , რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს წავიდეს იქ სადაც სურს, როცა სურს და დაბრუნდეს საღ-სალამათი.
აფრიკაში, ლენდ კრუიზერი გამოიყენება ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად; ბურუნდიში ამ ავტომობილით გადაჰყავთ მალარიით დაავადებული ბავშვები საავადმყოფოებში; უგანდაში, ლტოლვილთა ბანაკებში, პაციენტები ლენდ კრუიზერით გადაჰყავთ კლინიკებში.
ავსტრალიაში ლენდ კრუიზერებს იყენებენ თუთიისა და სპილენძის მიწისქვეშა მაღაროებში, დაახლოებით 1 600 მეტრის სიღმეზე; მას აგრეთვე იყენებენ მესაქონლეობაში, 8 000 კვ. კმ. ფართობის ვრცელ ფერმებში, ნახირის სამწყემსად.
ცენტრალურ ამერიკაში, კოსტა-რიკას ბევრ რეგიონში ლენდ კრუიზერი გამოიყენება სტაფილოს მოსავლის ასაღებად 3,500 მეტრის სიმაღლეზე, ისეთ ციცაბო ფერდობებზე, სადაც ადამიანებსაც კი უჭირთ დგომა - ამის მიზეზი არის ის, რომ "მხოლოდ ლენდ კრუიზერს შეუძლია მიაღწიოს ამ ველებს".
მსოფლიოს გარშემო ნამდვილად უამრავი ადგილია, სადაც ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა ლენდ კრუიზერის გარეშე.
ლენდ კრუიზერი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს გარშემო.
ბურუნდიში ჰუმანიტარული გადაადგილება ავსტრალიის მაღაროებში დახმარების გაწევა. Médecins Sans Frontières, GEOSCOPE
ფოტო: Martina Bacigalupo
გადაადგილება ავსტრალიის მაღაროებში
ფოტო: Takeshi
კოსტა-რიკაში სტაფილოს მოსავლის აღების პროცესი
68 წლის მანძილზე გაყიდული10 მილიონზე მეტი ლენდ კრუიზერი გამოიყენეს უამრავი ტიპის სხადასხვა გზაზე , და მათ დიდი წვლილი შეიტანეს ტოიოტას მანქანების დახვეწაში.
მიიწევს რა წინ და არათუ აკმაყოფილებს, არამედ აჭარბებს მომხმარებელთა საჭიროებებს, ლენდ კრუიზერის განვითარება გვპირდება, რომ ის გამოყენებული იქნება მსოფლიოს ყველა კუთხეში. ამ მიზნით, ტოიოტა აწესებს უფრო მკაცრ სტანდარტების და განაგრძობს ავტოწარმოებას ნამდვილად უნიკალური ავტომობილის შექმნის მიზნით
ლენდ კრუიზერის ოფიციალური საიტი.
საქართველოში ტოიოტა ლენდ კრუიზერის შეძენა შესაძლებელია, ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: "ტოიოტა ცენტრი თბილისი" და "ტოიოტა ცენტრი თეგეტა".
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
კომენტარები