ფეისბუქი ბნელ რეჟიმს ტესტავს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ბნელი რეჟიმის ტალღა გრძელდება და, როგორც ჩანს, ინსტაგრამის შემდეგ, მას სულ მალე ფეისბუქზეც ვიხილავთ.
ზოგიერთ მომხმარებელთან ფეისბუქმა დიზაინი უკვე შეიცვალა. განახლება კი ყველასთვის სანატრელ ბნელ რეჟიმსაც მოიცავს. ტესტირების ტალღაში ქართველი მომხმარებლებიც მოხვდნენ.
იმის შესახებ, რომ ფეისბუქი პლატფორმის დიზაინს ცვლის ცუკერბერგმა ჯერ კიდევ მარტში, ფეისბუქის კონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ფეისბუქი უფრო მარტივი და ნაკლებად დატვირთულია, მასში ასევე წინაა წამოწეული ჯგუფებიც ფუნქცია, რაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებას გაუადვილებს.
ფეისბუქმა მობილური აპლიკაციების დიზაინი უკვე დიდი ხანია გააახლა და ახლა, როგორც ჩანს დესკტოპ ვერსიის ჯერიც დგება. ახალი დიზაინი ყველასათვის ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში გახდება.
ამავე თემაზე:
კომენტარები