Instagram-ს ბნელი რეჟიმი დაემატა
უახლესმა ტრენდმა, როგორც იქნა, ინსტაგრამსაც მიაღწია. ორშაბათს ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ განაცხადა, რომ კვირის განმავლობაში ბნელი რეჟიმი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდება.
ახალი, მუქი რეჟიმი ავტომატურად ჩაირთვება იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც მოწყობილობაზე სისტემური ბნელი რეჟიმი აქვთ გააქტიურებული.
ამჟამად აპლიკაციაში ბნელი რეჟიმის ჩართვისა და გამორთვის ფუნქცია გამოყოფილი არ არის, რაც, შესაძლოა, გამაღიზიანებელი იყოს იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სმარტფონი მუქ რეჟიმზე ყავთ გადაყვანილი, თუმცა ურჩევნიათ, რომ ინსტაგრამი ნათელ ფერებში დარჩეს.
გარდა მუქი რეჟიმისა ინსტაგრამს სხვა სიახლეებიც შეეხო. აპლიკაციაში გაქრება Following პანელი, სადაც სხვა მომხმარებლების აქტივობის ნახვა იყო შესაძლებელი. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული პანელი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და მეორეს მხრივ, მისი გაუქმება აპლიკაციის უფრო გამარტივებას ემსახურება.
თუ ბნელი რეჟიმით სარგებლობა გსურთ დარწმუნდით, რომ Instagram-ის ბოლო განახლება ნამდვილად გიყენიათ. თუ ის ჯერ თქვენამდე არ მოსულა, განახლებას კვირის განმავლობაში აუცილებლად მიიღებთ.
კომენტარები