ეფლმა iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max წარადგინა
ამ წუთებში კალიფორნიაში ეფლის ყოველწლიური პრეზენტაცია იმართება, სადაც კომპანიამ აიფონის ახალი მოდელები წარადგინა.
პრეზენტაციაზე ჯამში სამი ახალი მოდელი ვიხილეთ, iPhone 11, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max. ყველაზე იაფიანი მოდელის ფასი $699-დან დაიწყება, ხოლო iPhone 11 Pro $999, Pro Max კი $1 099 ეღირება.iPhone 11-ს მინის კორპუსი ექნება და ის ექვს ახალ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: იასამნისფერი, თეთრი, მწვანე, ყვითელი, შავი და Product Red.
Pro და Pro Max კი ოთხ ფერში ქნება ხელმისაწვდომი: მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და Space Gray.
სამივე მოდელი A13 Bionic-ით იქნება აღჭურვილი, რაც სმარტფონებში ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფი პროცესორია. iPhone 11-ს 6,1-ინჩიანი Liquid Retina ეკრანი და ორი უკანა კამერა აქვს — 12-მეგაპიქსელიანი ფართო და 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო, ამ უკანასკნელს კი 2x ოპტიკური ზუმიც გააჩნია.
iPhone 11 Pro-ს 5,8-ინჩიანი, Pro Max-ს კი 6,5-ინჩიანი OLED ეკრანი ექნება, რომელსაც ეფლი Super Retina XDR-ს უწოდებს. ამ ორ მოდელს უკან სამი კამერა აქვს — 12-მეგაპიქსელიანი ფართო, 12-მეგაპიქსელიანი ულტრაფართო და 12-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო.
განახლებულია სელფის კამერაც, რომელსაც ახლა slow-mo ვიდეოს გადაღებაც შეეძლება. iPhone 11 Pro-ს და Pro Max-ის თითოეული უკანა კამერა 4K გარჩევადობის ვიდეოს გადაიღებს, წამში 60 კადრით.
19 სექტემბერს ხელმისაწვდომი გახდება iOS 13-იც, მისი დაყენება iPhone 6S-სა და ყველა შემდგომ აიფონზე იქნება შესაძლებელი. iOS 13-ს ემატება განსაკუთრებით მოთხოვნადი ბნელი რეჟიმიც.
კომენტარები