SpaceX-ის საცდელი Starhopper 150 მეტრის სიმაღლეზე პირველად აფრინდა
დღეს SpaceX-ის პროტოტიპმა რაკეტამ, Starhopper-მა მეორე საცდელი ფრენა განახორციელდა. ტესტის ფარგლებში ხომალდი 150 მეტრის სიმაღლეზე პირველად აფრინდა, შემდეგ კი კვლავ მიწაზე დაეშვა.
Starhopper-მა პირველი ფრენა ჯერ კიდევ 25 ივლისს განახორციელა, თუმცა მაშინ რაკეტამ მხოლოდ 18 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.
ცდების მიზანი Starhopper-ის დიზაინისა და იმ სისტემების გამოცდაა, რომელსაც კომპანიის მომდევნო რაკეტაში, Starship-ში გამოიყენებენ.
Starship-ის მიზანი ადამიანების და ტვირთის მთვარესა და მარსზე გაგზავნაა. Starship-ის სიმაღლე 55 მეტრი იქნება და ის დედამიწიდან SpaceX-ის გიგანტური ახალი ამაჩქარებლით, Super Heavy-ს საშუალებით აფრინდება.
Starhopper-ის საცდელ ფრენაში SpaceX-მა ახალი ძრავი, Raptor გამოსცადა. რაკეტას ამჟამად მხოლოდ ერთი ძრავი ჰქონდა, თუმცა მომავლის Starship ექვსი Raptor ძრავით იქნება აღჭურვილი. სამი მათგანი დედამიწის ატმოსფეროში მუშაობისთვის იქნება ოპტიმიზირებული, მეორე სამს კი მაქსიმალური სიმძლავრის გამომუშავება ვაკუუმში შეეძლება.
მასკის თქმით, ის SpaceX-ის ახალი რაკეტებისა და საცდელი ფრენების შესახებ დამატებით ინფორმაციას სექტემბრის შუა რიცხვებში გაავრცელებს.
კომენტარები