ტრადიციული რელიგიები, შესაძლოა, უცხოპლანეტელების არსებობის რწმენამ ჩაანაცვლოს
აშშ-ში ახლა მოაზროვნე უცხოპლანეტელების არსებობის იმდენივე ადამიანს სჯერა, რამდენსაც ღმერთის.
დიანა პასულკა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორია, ახალ წიგნში ის საუბრობს, რომ რწმენა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და უცხოპლანეტელების შესახებ ახლა იგივე გზას გადის, რომელსაც წარსულში ახალი რელიგიები გადიოდნენ. მისი აზრით, ადამიანები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი მომენტის დადგომის შემთხვევაში, კაცობრიობას მოაზროვნე უცხოპლანეტელები გადაარჩენენ.
Vox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პასულკა ხსნის, თუ როგორ წაააგავს ეს ყველაფერი ახალი რელიგიის დაბადებას — უცხო არსება ადამიანთან კომუნიკაციას ამყარებს, შემდეგ ეს ადამიანი თავის გამოცდილებასა და ისტორიას ყვება, საბოლოოდ კი ჩნდება ახალი რელიგიური ნარატივი.
პასულკას აცხადებს, რომ კოსმოსის ათვისებაში კაცობრიობამ ბოლო რამდენიმე ათწლეულში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მისი თქმით, უცხოპლანეტელების მზარდი პოპულარიზაციის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ კაცობრიობა ნელ-ნელა ჩიხში შედის.
"ადამიანების დიდ ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ კაცობრიობა კატასტროფის წინაშეა. ჩვენ კი ამ კატასტროფისგან თავის დაცვას ვერ შევძლებთ. ვინ უნდა გადაგვარჩინოს? ადამიანების ნაწილი მხსნელად უცხო, მოაზროვნე ცივილიზაციას ხედავს", — აცხადებს ის.
კომენტარები