Google-მა დღეს გაავრცელა ვიდეო და პოსტი, სადაც Pixel 4-ის ახალი ფუნქციებია აღწერილი. როგორც მოსალოდნელი იყო, ახალ სმარტფონში რადარია ჩამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც ტელეფონის მართვას ხელის ჟესტებით შეძლებთ. სმარტფონს აღარ ექნება თითის ანაბეჭდის სენსორი, მას სახის სკანერი ჩაანაცვლებს. კომპანიის თქმით, სახის სკანერი ნებისმიერ ორიენტაციაში იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ iPhone-ის სახის სკანერი ტელეფონის ამოტრიალების შემთხვევაში არ მუშაობს.

Pixel 4-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგია საკმაოდ დახვეწილია, ის ორ ინფრაწითელ კამერას, ინფრაწითელი წერტილების პროექტორსა და ინფრაწითელ ილუმინატორს გამოიყენებს.

გუგლი Project Soli-ზე დიდი ხანია მუშაობს, ეს პატარა რადარია, რომელსაც თითისა და ხელის მოძრაობების დეტალურად აღქმა შეუძლია. ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად რა ფუნქციებისთვის იქნება გამოყენებული ჟესტური ნავიგაცია.

Google ახალი ფლაგმანის წარდგენას ოქტომბერში გეგმავს.

გაიგეთ მეტი: