Dota 2-ის 2019 წლის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი $30 მილიონია
The International ელექტრონული სპორტის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ჩემპიონატია, რომლის საპრიზო ფონდიც $30 მილიონს აღწევს.
Valve პოპულარული თამაშის, Dota 2-ის ფართომასშტაბიან ჩემპიონატს უკვე მეცხრედ აწყობს. საპრიზო ფონდისთვის კი თანხა, ტრადიციულად, ხალხის მიერაა შეგროვებული. 2013 წელს Valve-მ Battle Pass-ების გაყიდვა დაიწყო, რომელიც მოთამაშეებს Dota 2-ში სპეციფიკურ უნარებს ანიჭებს. Battle Pass-ების გაყიდვით შემოსული თანხის მეოთხედი კი ყოველწლიური ჩემპიონატის ფულადი პრიზის დაფინანსებას ხმარდება.
2018 წელს ვანკუვერში გამართული ჩემპიონათის საპრიზო ფონდი $25,5 მილიონი იყო.
აღსანიშნავია, რომ $30 მილიონს მიიღებს Fortnite-ის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულიც. ჩემპიონატი ნიუ-იორკში 26 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება. Dota 2-ის ჩემპიონატი კი შანხაიში 20 აგვისტოს დაიწყება.
კომენტარები