გუგლის ახალ თამაშში საკუთარი თამაშების შექმნას შეძლებთ
თუ ვიდეო თამაშები გიყვართ, დიდი ალბათობით, თამაშის შექმნის სურვილი და იდეა ერთხელ მაინც გაგჩენიათ. თუმცა, ამ იდეის განხორციელებაში ხელს ალბათ ერთი მარტივი ფაქტი გიშლიდათ — თქვენ არ იცით, როგორ უნდა შექმნათ თამაში.
ამ პრობლემის გადასაჭრელად გუგლმა ახალი პროგრამა, Google Game Builder წარადგინა.
Google Game Builder ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ თამაშები პროგრამირების ცოდნის გარეშეც შექმნან. თამაში Minecraft-ს წააგავს და მასში ახალი თამაშების შექმნას ნულიდან შეძლებთ.
Google Game Builder-ში ინტერნეტის საშუალებით თამაშებს მეგობრებსა და უცხო ადამიანებთან ერთადაც შექმნით. თამაშის შემოწმება კი რეალურ დროშია შესაძლებელი.
თუ თქვენ თამაშების ინდუსტრიაში მუშაობთ ან პროგრამირებაც კარგად გესმით, Google Game Builder-ში Java-ს რედაქტორსაც შეხვდებით. ამის შედეგად პლატფორმა პროფესიონალებისთვისაც საინტერესოა, რადგან მათ საკუთარი თამაშის კოდის მოდიფიცირება სურვილისამებრ შეუძლიათ.
Google Game Builder-ის გადმოწერა Steam-იდან უფასოდ შეგიძლიათ. პროგრამა ვინდოუსისა და macOS-ის პლატფორმებისთვისაა ხელმისაწვდომი.
კომენტარები