Oppo-მ და Xiaomi-მ ეკრანქვეშა კამერის მქონე სმარტფონების პროტოტიპები წარადგინეს
დღე, რომელსაც სმარტფონების ყველა მოყვარული ელოდება, შესაძლოა, ახლოს იყოს. დღეს Oppo-მ და Xiaomi-მ ეკრანის ქვეშ ჩამონტაჟებული კამერის მქონე სმარტფონების ამსახველი ვიდეო მასალები გაავრცელეს.
Oppo-ს ვიცე-პრეზიდენტის მიერ ატვირთულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ იღებს ეკრანში ჩამალული კამერით სმარტფონი ფოტოს.
"ამ ეტაპზე, ეკრანში ჩაშენებული კამერებით ისეთივე პერფორმანსის მიღება, როგორიც სტანდარტულ კამერებითაა შესაძლებელი, რთულია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ახალ ტექნოლოგიებს დახვეწა ყოველთვის სჭირდება", — აცხადებს Oppo-ს ვიცე-პრეზიდენტი ბრაიან შენი.
ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში, ეკრანის ქვეშ ჩამალული კამერის მქონე სმარტფონის ვიდეო Xiaomi-მაც გაავრცელა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეიძლება გახდეს ეკრანის ქვეშ ჩამონტაჟებული კამერის მქონე სმარტფონები მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი, თუმცა ეს ვიდეოები ადასტურებს, რომ კომპანიები ამ ტექნოლოგიის შექმნაზე აქტიურად მუშაობენ.
კომენტარები