ინტერნეტში ინსტაგრამის მილიონობით ინფლუენსერის პირადმა მონაცემებმა გაჟონა
ინსტაგრამი ცდილობს გამოიძიოს, თუ როგორ მოხვდა ინსტაგრამის 50 მილიონი მომხმარებლის საკონტაქტო ინფორმაცია ინტერნეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ მონაცემთა ბაზაში.
TechCrunch-ის თქმით, ინსტაგრამ-ინფლუენსერების ანგარიშების შემცველი მონაცემთა ბაზა მათ იმეილებსა და საკონტაქტო ნომრებსაც შეიცავდა.
როგორც ირკვევა, მონაცემთა ბაზა მუმბაიში დაფუძნებულ კომპანია Chtrbox-თანაა კავშირში. ინსტაგრამმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი ამჟამად ცდილობენ გაარკვიონ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ინფორმაცია მონაცემთა ბაზაში.
"ჩვენ ვსწავლობთ ამ შემთხვევას, რათა გაირკვეს, არსებული ინფორმაციის წყარო ინსტაგრამია, თუ რაიმე სხვა პლატფორმა. ჩვენ ასევე დავუკავშირდით Chtrbox-ს, რათა სიტუაციას უკეთ გავეცნოთ", — ნათქვამია ინსტაგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
TechCrunch-ის თქმით, ბაზა ასევე შეიცავდა ინფორმაციას მომხმარებლების ადგილმდებარეობის შესახებ. მონაცემა ბაზა Amazon-ის სერვერზე იყო შენახული, თუმცა ის პაროლით დაცული არ იყო.
ბაზის შესახებ TechCrunch-ის ინდოელმა მეცნიერმა აცნობა.
Chtrbox მარკეტინგის სფეროშ მომუშავე კომპანიაა, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ბაზა ამჟამად ხელმისაწვდომი აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ ინსტაგრამის ანგარიშებიდან ინფორმაციის შეგროვება პლატფორმის წესებს ეწინააღმდეგება.
კომენტარები