ჯორჯ მარტინი ამბობს, რომ წიგნის დასასრული შოუსგან განსხვავებული (არ) იქნება
ფოტო: Nick Briggs / HBO
ყინულისა და ცეცხლის სიმღერის მწერალი ჯორჯ მარტინი თავის პირად ბლოგზე, რომელსაც თავად ბლოგად არ აღიარებს, სერიალს ემშვიდობება.
მარტინი იხსენებს იმ საღამოს, როცა პირველად ლოს-ანჯელესში დ.ბ. ვაისსა და დევიდ ბენიოფს შეხვდა და გვიმჟღავნებს, თუ რატომ შეარჩია ისინი. მწერალი აღიარებს, რომ შოუს ასეთ პოპულარობას ვერ წარმოიდგენდა.
ვეება შესავლის შემდეგ, მარტინი იმ ნაწილსაც მიადგა, რომელიც ყველას აინტერესებს — რა ბედი ეწევა წიგნს, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუწერია? მწერალი ამბობს, რომ ის უდიდესი იქნება.
უფრო ზუსტად კი, მისი ხელნაწერი 3000 გვერდია. დიახ, 70 წლის ბუმბერაზი ავტორი წიგნის ტომებს ხელით წერს. ალბათ ამიტომაც გვიწევს ამდენი ლოდინი?
მეტს აღარ დაგისპოილერებთ — თავად წაიკითხეთ სრულად ჯორჯ მარტინის "არა ბლოგი" იმაზე, თუ როგორ ემშვიდობება სამეფო კარის თამაშებს, რას გვიმხელს ზამთრის სუსხზე და როგორ გვაიმედებს გაზაფხულის ოცნებით.
დასრულდა ღამე და დასრულდა შოუ. რვა ეპიკური სეზონის შემდეგ, HBO-ს სამეფო კარის თამაშები დამთავრდა.
სიმართლე რომ გითხრათ, ამის დაჯერება მიჭირს. წლებმა თვალის დახამხამებაში ჩაიარა. ნუთუ ათ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა ჩემმა მენეჯერმა ვინს ჯერარდისმა შეხვედრა დანიშნა ლოს-ანჯელესის პალმში? მაშინ პირველად ვესაუბრე დევიდ ბენიოფსა და დ.ბ. ვაისს ლანჩის დროს. მე მათ ვკითხე, იცოდნენ თუ არა ვინ იყო ჯონ სნოუს დედა. საბედნიეროდ, — იცოდნენ.
ასე დაიწყო ყველაფერი, რაც წუხელ დასრულდა.
იმ საღამოს, წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ვიწყებდი მოგზაურობას, რომელიც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. მანამდეც დამიწერია წიგნები და მოთხრობები ტელევიზიებისთვის და ფილმებისთვის, თუმცა, ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ ისტორიას არამხოლოდ გადაიღებდნენ, არამედ ის გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ასევე ყველაზე ხშირად მოპარული სერიალი პირატული საიტებიდან. HBO-ს ისტორიაში კი ყველაზე წარმატებული შოუ, რომელმაც ემის რეკორდული რაოდენობა მიიღო და ნიჭიერი, მაგრამ უცნობი მსახიობები მსოფლიოს შეაყვარა.
და ყველაზე ნაკლებად იმას გავაანალიზებდი, რომ როგორღაც მეც კი გავხდებოდი პოპულარული. გულწრფელად რომ გითხრათ, ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ეს მოხდა.
შეიძლება ითქვას, რომ გიჟური თავგადასავალი იყო.
მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, მაგრამ ძალიან ბევრნი არიან. ნიუ-იორკში გამართული ფინალური სეზონის პრემიერაზე 42 მსახიობი იყო მოსული და ეს მათი სრული შემადგენლობაც კი არ იყო. და ამის გარდა გუნდი, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან, მაგრამ მნიშვნელობით მსახიობებს არ ჩამოუვარდებიან. დევიდმა და დენმა ჩემპიონების გუნდს მოუყარეს თავი. რეჟისორებიც განსაცვიფრებლები იყვნენ. მინდა დავიწყო ყველას დასახელება, მაგრამ იმდენი არიან, რომ ვინმე აუცილებლად გამომრჩება. თუმცა, მინდა დავასახელი დევიდ ბენიოფი, დენ ვაისი, ბრაინ კოგმანი და HBO-ს შთამბეჭდავი გუნდი, რომელსაც რიჩარდ პლეპერი ხელმძღვანელობდა. ნებისმიერი სხვა ტელევიზიის პირობებში, სამეფო კარის თამაშები ასეთი ვერ იქნებოდა.
შემიძლია განვაგრძო და რადგან ამ პოსტს ჩემს გონებაში ვწერ, გეტყვით, რომ სათქმელი ბევრია. განშორება მტკივნეულია. სამომავლოდ, როცა ნოსტალგია შემომაწვება, შესაძლოა გაგიმჟღავნოთ ჩემი საყვარელი მომენტები შოუდან, მაგრამ ახლა, მეტისმეტად ბევრი მოგონება მიტრიალებს თავში.
გასული ღამე იყო დასასრული და ასევე დასაწყისი. არავინ აპირებს პენსიაზე გასვლას. დევიდი და დენი Star Wars-ისა და სხვა პროექტებში ჩაერთვებიან. ამაზონმა ბრაიან კოგმანი მიითვისა, რომ საკუთარი შოუები შექმნას. ჩვენი ბრწყინვალე მსახიობები კი ქარს ოთხივე მხარეს გაყვნენ და თქვენ მათ უახლოეს წლებში ნახავთ ეკრანებზე.
და მე? რაც შემეხება მე, მე ისევ აქ ვარ და ისევ დაკავებული ვარ. როგორც პროდიუსერი, ხუთ შოუს ვქმნი HBO-ზე. ზოგ მათგანს ვესტეროსთან კავშირი არ აქვს, ორ შოუს Hulu-ზე და ერთს History Chanel-ზე. კიდევ, ვიმედოვნებ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას, კლასიკური ნაწარმოებების ადაპტაციას. ვეხმარები იაპონიას ვიდეო-თამაშის შექმნაში.
და ამის გარდა... ვწერ. ზამთარი მოდის, დიდი ხნის წინ როგორც გითხარით და ის მართლაც მოდის. ვიცი და ვიცი, რომ ზამთრის ქარი ძალიან აგვიანებს, მაგრამ ის აუცილებლად დასრულდება. არ გეტყვით როდის, ერთხელ ამის თქმა ვცადე, მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გამეგიჟებინეთ და თავი დამეწყევლა... მაგრამ ის დასრულდება და შემდეგ იქნება გაზაფხულის ოცნება.
როგორ დასრულდება ის? კითხულობენ ადამიანები. იგივე დასასრული ექნება რაც შოუს? თუ განსხვავებული?
ჩემი პასუხია: კი. და არა. და კი. და ისევ არა. და ისევ კი. და ისევ არა.
არ დაგავიწყდეთ, რომ მე დევიდისგან და დენისგან განსხვავებულად ვმუშაობ. მათ ფინალური სეზონისთვის 6 საათი ჰქონდათ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ბოლო ორი წიგნი 3000 ხელნაწერ გვერდს შეავსებს სანამ მოვრჩები და თუ რამე სცენის დამატება გახდა საჭირო, ამასაც დავამატებ. პეპლის ეფექტი იქნება ამ ქმნილებაშიც. თქვენ, ვინც ამ არა-ბლოგს მიყვებით, გეცოდინებათ, რომ ამაზე პირველივე სეზონიდან ვსაუბრობ. არიან პერსონაჟები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ეკრანებზე და ისინიც, ვინც შოუში დაიღუპნენ და წიგნში არა.
ასე რომ, მკითხველი წიგნიდან გაიგებს, რა დაემართათ ჯეინ პულს, ლედი სტოუნჰერთს, პენისა და მის ღორს, სკაჰაზ შავეპეიტს, არიანე მარტელს, დარქსტარს, ვიქტორიან გრეიჯოის, სირ გარლან გალანტს, ეიგონ მეექვსესა და კიდევ უამრავ სხვა გმირს, რომლებთაგანაც ზოგს შოუდან არ იცნობდით. და დიახ, იქ იქნებიან უნიქორნებიც... ასე რომ ვთქვათ...
რომლის დასასრული იქნება "ნამდვილი", წიგნის თუ სერიალის? ეს კითხვა უბრალოდ სისულელეა. რამდენი შვილი ჰყავს სკარლეტ ო'ჰარას?
ამაზე რას იტყვით. მე ამას დავწერ. თქვენ მას წაიკითხავთ. შემდეგ კი ყველანი დასკვნებს გამოიტანთ და ამაზე ინტერნეტში იდებატებთ.
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
-
FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა FSB: ჩრდილოეთ კავკასიის ხუთ რესპუბლიკაში იარაღის ამოღების მიზნით ჩხრეკები ჩატარდა
გადახედვა

კომენტარები