25 რამ, რაც 25 წლის ასაკამდე ვისწავლე
არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს, როცა მეკითხებიან რამდენი წლის ხარო, 24 წლის-მეთქი, ვპასუხობ, მაგრამ რაც მართალია, მართალია — სინამდვილეში, 25-ის ვარ.
როცა 25-ის ხარ, ხვდები, რომ სხვა ასაკობრივ კატეგორიაში გადაინაცვლე. ხვდები, რომ ბავშვებისთვის ბიძია, თინეიჯერებისთვის ზრდასრული, აი, შენზე უფროსებისთვის კი ჯერ კიდევ გამოუცდელი ადამიანი შეიძლება იყო.
ობიექტური რეალობა კი ის არის, რომ საკმაოდ დიდი ხარ საიმისოდ, მინიმუმ რამდენი წლისაც ხარ, მაგდენივე გაკვეთილი გქონდეს ნასწავლი ცხოვრებისგან.
მოკლედ, აი, ის 25 რამ, რაც 25 წლის ასაკამდე ვისწავლე. ვინ იცის, იქნებ თქვენც გამოგადგეთ:
1. ქინძისა და ოხრახუშის ერთმანეთისგან გარჩევა
მართალია, კულინარიაში გამოცდილ ადამიანებს ეს დილემა სიცილადაც არ ეყოფათ, მაგრამ სხვებისათვის ქინძისა და ოხრახუშის გარჩევა სულაც არაა ხელწამოსაკრავი საკითხი. გირჩევთ, მწვანილის ყიდვას ქინძით დაიწყოთ, რომელსაც უფრო წვრილი ღერო, სუსტი ფოთლები და 99% შემთხვევაში ფესვები აქვს. შესაბამისად, მეორე მწვანილი, რომელიც დახლზე დევს და ქინძს წააგავს, ოხრახუშია.
თუ არადა, დაფასოებულ მწვანილზე კონცენტრირდით.
2. ლამინატის დაგება
ფოტო: Video Blocks
ლამინატის დაგება იმიტომ ვისწავლე, რომ სახლში იატაკის განახლება მინდოდა. მასალის შერჩევაში, დაჭრასა და აწყობაში თავიდან დახმარება დამჭირდა, 20-30 წუთის შემდეგ კი დაგება საკუთარი ხელითაც გამომივიდა და ასე შევცვალე სახლის იატაკი საკუთარი ხელით. აი, უკვე თამამად შემიძლია გირჩიოთ, რომ არასდროს დაზოგოთ ფული ლამინატის შეძენისას, სჯობს ხარისხიანი და გამძლე იყოს, განახლებული იატაკის მთავარი მტერი კი მასზე დაღვრილი ნებსმიერი სითხეა.
3. ერთნაირად ხელის მოწერა
ფოტო: rolfo eclaire / Getty Images
შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, ხელის მოწერას რა სწავლა უნდაო, თუმცა, სინამდვილეში საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ერთნაირად აწერდეთ ხელს. ასე ხომ თქვენი ხელმოწერის გაყალბება თითქმის შეუძლებელი იქნება.
4. ფულის გვერდზე გადადება
ფოტო: Matt
კი, ფულის დაზოგვასაც სჭირდება სწავლა. ხელფასის სწორად გადანაწილება ხომ ნახევარი საქმეა ცხოვრებაში?! ძნელი არ არის, უბრალოდ წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზაფხულში დასასვენებლად, სასურველი ტექნიკის შესაძენად, ან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, აუცილებლად დაგჭირდებათ თანხა, რომელიც შეგიძლიათ წიგნში გადამალოთ, კონვერტით შეინახოთ, ან უბრალოდ ბანკში გახსნათ ანაბარი.
5. ბოდიშის მოხდა
ფოტო: Emma Gilberg
მართალია, შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ამ შეცდომებზე სწავლა ცოტას თუ გამოსდის.
პირველ რიგში, საკუთარ თავს თავადვე აპატიეთ და პირობა მიეცით, რომ ეცდებით, ასე არასდროს მოიქცეთ. გულწრფელი წუხილითა და აღიარებით კი თქვენივე საქციელით განაწყენებული ადამიანიც კმაყოფილი იქნება და მერე უკვე — თქვენც.
6. ჩურჩხელების ამოვლება
ფოტო: Medium
ჩურჩხელა არაა მითიური საჭმელი, რომლის დამზადება და თქვენთვის გადმოცემა მხოლოდ ბებიებს შეუძლიათ. თუ მეტი ჩურჩხელა გინდათ ცხოვრებაში, ამ მიზნის მიღწევა მარტივია.
პირველ რიგში ყურძნის წვენი, ანუ კარგი ბადაგია საჭირო, რომელსაც შაქრიან ფქვილში გაურევთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღებთ. კარგად მორევაც არ უნდა დაგავიწყდეთ. ფინალური ეტაპი ყველაზე სახალისოა, როცა ძაფზე ასხმულ ნიგოზსა, თუ თხილს უკვე კარგად შესქელებულ, მზა თათარაში ამოავლებთ მინიმუმ ორჯერ. გამოშრობას საკმაოდ დიდი დრო კი სჭირდება, მაგრამ შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
7. ტანსაცმლის გაუთოების რამდენიმე მეთოდი
ფოტო: Video Blocks
ტანსაცმლის გაუთოვება არავის უყვარს, მაგრამ კარგი იქნება, თუ საკუთარ მაისურებს, პერანგებსა, თუ შარვლებს სხვას არ გადააბარებთ.
სინამდვილეში ძალიან მარტივია. ისიც საკმარისია, იცოდეთ, საერთოდ რისი გაუთოვება შეიძლება და რისი — არა. რა თქმა უნდა, ჩართული უთო საყვარელ პერანგზე არ უნდა დაგრჩეთ დადებული. ჰო, და ვისაც უთო არ გაქვთ, დაჭმუჭნული ტანსაცმლის გასაუთოვებლად სხვა წვრილი ტექნიკა გამოგადგებათ. ოდნავ დანამეთ ტანსაცმელი და მერე ფენი მიუშვირეთ.
8. საკუთარი თავის პატივისცემა
ფოტო: Tanya Melnikova
რთული არაფერია, მთავარია კარგად დაფიქრდეთ და გაიგოთ თქვენი ნამდვილი სურვილების, მიზნებისა და რაც მთავარია, შესაძლებლობების შესახებ. ეს ყველაფერი ხომ მიმზიდველი სკივრის ქექვას ჰგავს, რომლის ფსკერიც არ ჩანს და რომელშიც იცი, რომ თუ დაუღალავად გააგრძელებ ხელების ფათურს, აუცილებლად იპოვი საინტერესო ნივთებს.
9. წნევის გაზომვა
ფოტო: Berin Catic
სინამდვილეში წნევის გაზომვა ძალიან მარტივია, რადგან მექანიკურის ნაცვლად, ახლა უკვე ჭკვიანი აპარატები იყიდება, რომელსაც მკლავზე გაიკეთებთ, დააჭერთ ღილაკს და სულ ეს არის.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნორმალური წნევა ინდივიდუალურად დგინდება, მაგალითად, 30 წლამდე ასაკის კაცისთვის 126/79-ზე, ხოლო ამავე ასაკის ქალისთვის 120/75-ზეა ნორმალური წნევა.
10. საკუთარი ძალებით კედლების შეღებვა
ფოტო: wtwpainting
კარგად დაგრუნტულ და გასწორებულ კედლებზე საღებავის გადასმა არაპროფესიონალებსაც შეუძლიათ.
პირველ რიგში საჭირო ნივთები უნდა იყიდოთ — გრუნტი, საღებავი, საფხეკი დანა, როლერი, პატარა ფუნჯი კუთხეების შესაღებად და სამშენებლო პლასტირი. გასუფთავებულ კედლებს ჯერ გრუნტით ამუშავებთ, კარგად გაშრობის შემდეგ კი სასურველ ფერში ღებავთ.
11. თმის შეჭრა
ფოტო: Anastasia Ageeva
წინასწარ გაფრთხილებთ, რომ გამოცდილი სტილისტივით 15 წუთში სასურველ ვარცხნილობას ვერ მიიღებთ. აუჩქარებლად დაიმოკლეთ თმა და სცადეთ, რომ მეტნაკლებად პროპორციებიც დაიცვათ. სასურველია, თმა მჭრელი მაკრატლით შეიჭრათ და არ დაგავიწყდეთ, რომ სავარცხელიც დაგჭირდებათ.
12. ცხოველებზე ზრუნვა
ფოტო: R A D I O
ცხოველები თუ გიყვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ცხოველებზე ზრუნვა იცით. მაგალითად, სახლში თუ ძაღლი, კატა და თევზები გყავთ, უნდა იცოდეთ, რომ თითოეულ მათგანს დრო, საკუთარი სივრცე და ნივთები სჭირდება.
მათი დაბანა მხოლოდ სპეციალურად მათთვის განკუთვნილი შამპუნით შეიძლება. თავისებური ენაც აქვთ, რომლითაც მიგანიშნებენ, როდის შიათ, ან წყურიათ. თუ თევზები გყავთ, გაითვალისწინეთ, რომ ბევრი არ უნდა აჭამოთ, წყალი კი ხშირად უნდა გამოცვალოთ, კვირაში ორჯერ მთლიანი აკვარიუმის გაწმენდაც აუცილებელია.
13. ტანსაცმლის გადაკეთება
ფოტო: thredup
როდესაც თბილი სეზონი მოდის და ფული არ გაქვთ, რომ მაშინვე წახვიდეთ და ახალი შორტები იყიდოთ, ან უბრალოდ გეზარებათ საყიდლებზე სიარული, ტანსაცმლის გადაკეთება საუკეთესო გამოსავალია.
მაკრატლისა და სახაზავის დახმარებით არაჩვეულებრივად გამოგივათ გრძელტოტებიანი ჯინსის მოდურ ბრიჯად გადაკეთება, გრძელტოტებიანი მაისურისთვის მკლავების დამოკლება ან ყელის ამოჭრა. ამისთვის უამრავი ტუტორიალი არსებობს.
14. ნალექიანი ყავის მოდუღება
ფოტო: Hacked
კარგი ნალექიანი ყავა ასე მზადდება: ჩაყარეთ მადუღარაში ერთი ჩაის კოვზი ყავა და ერთი კოვზი შაქარი და თავიდანვე კარგად მოურიეთ. დაბალ ცეცლხე როცა შემოდგამთ კი ყურადღება მიაქციეთ, უცებ იცის აქაფება და გადმოსვლა. როგორც კი ბევრ ბუშტუკებს დაინახავთ, გამორთეთ.
აღსანიშნავია, რომ დასხმასაც ცოდნა სჭირდება — ზედაპირზე დაგროვილი ქაფი კოვზით უნდა გადაიტანოთ ჭიქაში, დარჩენილი მასა კი ზემოდან მოასხათ აუჩქარებლად და უგემრიელესი ნალექიანი ყავაც, მზად არის.
15. ხინკლის გაკეთება
ფოტო: Shutterstock
წვნიანი და ბლომად ნაოჭიანი ხინკალიც მარტივი მოსამზადებელია — სანამ მარილიან წყალში მაგრად მოზელილი ცომი ისვენებს, შერეულ ფარშს ხახვში, შავ პილპილსა და მარილში მოურევთ. შემდეგ კი კარგად გაბრტყელებული ცომიდან ამოჭრილ რგოლებში თითო კოვზ ფარშს ჩადებთ და მოხვევისას, მაქსიმალურად ბევრ ნაოჭს გაუკეთებთ. ეს უკვე ტექნიკის ამბავია.
თქვენივე ხელით გამზადებული ხინკალი ადუღებულ წყალში ჩაყარეთ და 7-8 წუთის შემდეგ ჭამეთ. ჰო, და ინსტაგრამზე ფოტოს დადებაც არ დაგავიწყდეთ.
16. კარგი პაროლების მოფიქრება
ფოტო: Vitaly Silkin
თუ ჯერ არ წაგიკითხავთ სტატია "10 სულელური პაროლი, რომელიც არასდროს უნდა გამოიყენოთ", დიდი შანსია, რომ თქვენი პაროლი თქვენივე დაბადების წელი იყოს.
არადა, უსაფრთხო პაროლის მოფიქრება საკმაოდ მარტივია და არც მათი დამახსოვრებაა დიდად რთული.
17. პირადი ნომერი
ფოტო: Henrik von der Lieth
ვერ წარმოდიგენთ, რამხელა კომფორტია, როცა ბანკის კონსულტანტი პირად ნომერს გთხოვთ და ჯიბიდან პირადობის მოწმობის ამოღების გარეშე ეუბნებით.
ასევე კარგი იქნება, თუ პაროლები, ბარათების კოდები, თუ ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები თქვენც ზეპირად გემახსოვრებათ. არგუმენტი, რომ ყველაფერს ტელეფონში ინიშნავთ, მაშინვე გაბათილდება, როცა ტელეფონი უდროო დროს დაჯდება, თქვენ კი საჭირო ინფორმაციის გარეშე დარჩებით.
18. უკეთ წერა
ფოტო: Diana Hernandez
თანამედროვე სამყაროში ადამიანებთან ურთიერთობა ძირითადად მიმოწერით გვიწევს და ვფიქრობ, სათქმელის უფრო გასაგებად და ჩამოყალიბებულად გადმოცემა თითოეულ ჩვენგანს უნდა შეეძლოს.
შეცდომების მინიმუმამდე დასაყვანად კი ონლაინ რესურსებიც არსებობს, გრამატიკის წიგნებიც და სხვების მაგალითებიც.
19. ნარდის თამაში ისე, რომ მოწინააღმდეგეს მარსი მოვუგო
ფოტო: instructables
"ბრძნული" რჩევები: დუშაშს ზოგჯერ სჯობს იაგნები გააგოროთ, თუ არ გაწყობთ, არ უნდა მოკლათ და მარტივად გამოსასვლელად იაქეზე ქვები უნდა დააგროვოთ.
20. ექიმთან დროულად მისვლა
ფოტო: SaleFish
შეიძლება საავადმყოფოში მისვლა არ გსიამოვნებთ და შესაბამისად არც ექიმების დანახვა, მაგრამ ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის გაჩენისას ექიმთან დროული ვიზიტი მდგომარეობის გართულებას, დამატებით ნერვიულობასა და გაუთვალისწინებელ ხარჯებს თავიდან აგარიდებთ.
21. მხოლოდ კონკრეტული ადამიანების აზრების გათვალისწინება
ფოტო: David Galletly
როცა ვიღაცას თქვენი თმის ფერი არ მოსწონს, ამაზე ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს, მაგრამ როდესაც ვინმე ახლობელი გეუბნებათ, რომ თქვენზე ღელავს - მისთვის მოსმენა ცუდი იდეა არ იქნება.
22. ენაზე კბილის დაჭერა
ფოტო: Justas Galaburda
ხომ გაგიგიათ, რომ დუმილი ოქროა, მეტყველება კი - ვერცხლი? სხვათა შორის, ფინელებიც ასე ფიქრობენ.
როცა სათქმელი არაფერია, სჯობს, ენას კბილი დავაჭიროთ. ასე ხომ გაცილებით მარტივია ცხოვრება.
23. ჯანსაღი კვება
ფოტო: Nhu Nguyen
"ცომს არ ვჭამ და ცოტა ზეთი ვუქენი" ჯანსაღად კვებას სულაც არ ნიშნავს, მით უმეტეს, რომ მაღაზიისა, თუ ბაზრის დახლებზე ჯანსაღი პროდუქტების ფართო არჩევანია. ყოველდღიური რაციონი მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტებისგან უნდა შედგებოდეს. ამაზე თქვენი ენერგია, განწყობა, წონა, მხნეობა და ჯანმრთელობაა დამოკიდებული.
ყოველთვის ეცადეთ, რომ სეზონური ხილითა და ბოსტნეულით იკვებოთ. ჭამეთ ახალი კარტოფილი, მარწყვი და ახალი ტყემალი, რომელიც ძალიან მალე შემოვა. სასარგებლოა ბროკოლი, კომბოსტო, სტაფილო და ჭარხალიც. თევზი, ახალი ხორცი და სხვადასხვა მარცვლეული.
24. გარღვეული ტანსაცმლის გაკერვა, რაც, პრინციპში, ყველამ უნდა იცოდეს
ფოტო: Curt R. Jensen
მოძველებული, ან გარღვეული ტანსაცმლის გადაგდება მარტივია. თუმცა, გაცილებით მარტივია მისი გაკერვა და მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. სასიამოვნოც კია, როდესაც ამას საკუთარი ხელით აკეთებთ და საყვარელი მაისურის გადაგდება იმიტომ არ გიწევთ, რომ იღლიასთან გაირღვა.
თუ არავინაა, ვინც კერვას გასწავლით, არა უშავს. ინტერნეტში უამრავი ვიდეოგაკვეთილი არსებობს.
25. გაკონტრრევოლუციონერებულებისნაირებისთვისაც — ამ სიტყვის სწრაფად წარმოთქმა
ფოტო: Marcos Espinosa
სიმართლე გითხრათ, ეს ცოდნა დიდად არ მადგება, მაგრამ ამ სიტყვის თქმას თუ შეძლებთ, მერე აღარასდროს დაგავიწყდებათ და ათასში ერთხელ ვინმე უცნობზეც მოახდენთ შთაბეჭდილებას.
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
-
გადახედვაგიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს გიორგი გახარია: დარწმუნებული ვარ, ევროპული სახელმწიფოები არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ ჩატარებულ არჩევნებს
-
გადახედვავიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს ვიკერი: ადმინისტრაციას მოვუწოდებ, მათ შორის, ივანიშვილი, კალაძე, კობახიძე დაასანქციროს
-
გადახედვაჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე:საქართველოსთვის წინსვლის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია
-
გადახედვამაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა მაგდებურგის საშობაო ბაზარზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
-
გადახედვა"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ "ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ
-
გადახედვაქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე პროტესტის ფონზე აინთო
-
გადახედვა"მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს "მეგრელებს წიწაკის სპრეით ვერ შეგვაშინებთ" — თსუ-ის პირველი კორპუსიდან მეგრელების მარში მიმდინარეობს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი ხვალ პროევროპულ აქციას შეუერთდება
-
გადახედვაევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება ევროპის მოედნიდან აჭარლების მარში იწყება
კომენტარები