დღეიდან შეგიძლიათ, რომ USB-ფლეშ-მეხსიერების უსაფრთხოდ გამოღებაზე აღარ იდარდოთ
ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გსმენიათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერიდან USB-ფლეშ-მეხიერების უსაფრთხოდ გამოღება. შეიძლება სულაც თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც სხვებს ამისკენ მოუწოდებდა.
ახლა კი Microsoft ადასტურებს, რომ Windows 10-ში ფლეშ-მეხსიერების უსაფრთხოდ გამორთვაზე შეგიძლიათ აღარ იზრუნოთ. ვინდოუსის ახალ ვერსიაში სპეციალური ფუნქციაა დამატებული, რომლის წყალობითაც USB-ფლეშ-მეხსიერების გამორთვა ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ შეგიძლიათ (რა თქმა უნდა, ეს მასზე ფაილების გადაწერის მომენტში არ უნდა გააკეთოთ).
ახალი ფუნქცია Windows-ს არ აძლევს საშუალებას, რომ მეხსიერებასთან კონტაქტი მუდმივად აწარმოოს, ეს კი მისი გამორთვის დროს შესაძლო პრობლემების გაჩენის ალბათობას ამცირებს.
აღნიშნული სიახლის შესახებ პირველად Microsoft-ისგან ჯერ კიდევ ოქტომბერში, Windows 10-ის ახალი ვერსიის, 1809-ის გამოშვების დროს შევიტყვეთ, თუმცა ახლა კომპანია ამ განახლების შესახებ ინფორმაციას კიდევ ერთხელ ავრცელებს.
მთავარი ისაა, რომ USB მეხსიერებების უსაფრთხოდ გამორთვა ახლა უკვე წარსულის გადმონაშთია, რომელზეც შეგიძლიათ თქვენს შვილიშვილებს მოუყვეთ და აუხსნათ, თუ რამდენად რთული იყო ცხოვრება თქვენს დროს.
კომენტარები