მესენჯერს თითოეულ შეტყობინებაზე პასუხის გაცემის ფუნქცია დაემატა
ფეისბუქმა მესენჯერს ახალი ფუნქცია დაამატა და ახლა უკვე შესაძლებელია, რომ ჩეთში თითოეულ შეტყობინებას უპასუხოთ. ეს ფუნქცია კომუნიკაციას გაადვილებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩეთში რამდენიმე ადამიანი ერთად საუბრობს.
ახლა, როდესაც შეტყობინებას დიდი ხნის განმავლობაში დააჭერთ, ემოჯიების არჩევის გარდა Reply-ს ფუნქციის არჩევის შესაძლებლობასაც მიიღებთ. ფუნქციის გამოყენებისას თავდაპირველი შეტყობინება, რომელსაც პასუხობთ, თქვენი პასუხის ზემოთ გამოჩნდება.
ეს მარტივი და საჭირო ფუნქციაა, რომელიც ფეისბუქის მფლობელობაში არსებულ WhatsApp-ს უკვე დიდი ხანია აქვს, მისი მესენჯერში გადმოტანა კი ლოგიკური გადაწყვეტილებაა.
ამ ფუნქციის დამატება ფეისბუქს გაუადვილებს, რომ კომპანიის გეგმა მესენჯერის, Instagram-ისა და WhatsApp-ის გაერთიანების შესახებ რეალური გახადოს.
სამი პლატფორმის გაერთიანების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. სამივე აპლიკაციაში მსგავსი ფუნქციების ქონა კი ამ პროცესს ნამდვილად გააადვილებს.
კომენტარები