ველანაირი ხმის გამეორებაა შესაძლებელი, გარდა ადამიანისა - მსგავსი შინაარსის ვიდეო რგოლი თიბისის ფეისბუქ გვერდზე რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და მომხმარებლების ყურადღება მიიპყრო. ვიდეოში ქართველი ხმის რეჟისორი მონაწილეობს, რომელსაც თავისი კარიერის განმავლობაში შვიდასზე მეტი ფილმი აქვს გახმოვანებული. სარეკლამო რგოლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და პოპულარული გახდა, ბატონმა რობერტი კი საზოგადოებამ შეიყვარა მისი საქმისადმი ერთგულებისა და ემოციური დამოკიდებულების გამო.

ამის პარალელურად, მთავარი კითხვა მაინც პასუხს ითხოვდა - რისთვის შეიქმენა ეს სარეკლამო რგოლი? ამაზე პასუხი თიბისიმ ივანე სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გასცა. ღონისძიება ახალი სერვისის პრეზენტაციისთვის ჩატარდა, რომელსაც ახალგაზრდები, მედიის წარმომადგენლები, სერვისის შემქმნელები და თავად ბატონი რობერტიც ესწრებოდა.

თიბისის მობაილბანკის ინოვაციური ფუნქცია - ხმოვანი ასისტენტი უნდა წარედგინა.

კონსერვატორიის დიდ დარბაზში პრეზენტაციამდე ახალგაზრდა მუსიკოსები უკრავდნენ. თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტების, ორღანის, ინსტალაციებისა და ეფექტების დახმარებით, არტისტებმა ამბიენტური მუსიკის ჰარმონია შეჰქმნეს, რომელიც ხაზს უსვამდა სამყაროში ხმათა შერწყმის მნიშვნელობასა და მაგიურობას.

ფოტო: თიბისი

სწორედ დიდ დარბაზში იგრძნობოდა, რომ თიბისიმ პრეზენტაციისთვის კონსერვატორია შემთხვევით არ შეარჩია. ვინ იცის, რამდენი გამორჩეულ მუსიკოსს დაუკრავს ამ დარბაზში, რამდენი კონცერტი ჩატარებულა, რამდენი ინსტრუმენტი აჟღერებულმა ერთობლივად, მაგრამ ადამიანის ხმა, კვლავ შეუცვლელად და განუმეორებლად რჩება.

ფოტო: თიბისი

სცენაზე დამონტაჟებულ ორ დიდ მონიტორზე ფონად გადიოდა ხმოვანი ტალღების გრაფიკულად დამუშავებული რხევის ვიზუალური ეფექტები, რომლის შემხედვარეც, ადამიანს რჩებოდა ზუსტი განცდა - სამყაროში ყველაფერი შედგება ხმისგან და მასზე მრავალფეროვანი ცოტა რამ შეიძლება იყოს.

მცირე წარმოდგენის შემდეგ ღონისძიება ფორმალურ ნაწილზე გადავიდა, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას მობაილბანკის ხმოვანი ასისტენტი გააცნეს.

ფოტო: თიბისი

რა არის ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია?

თიბისის მობაილბანკის ნებისმიერ მომხმარებელს უკვე შეუძლია აპლიკაციაში შესვლისთანავე გამოიყენოს ეს ინოვაციური სერვისი. ხმოვანი ასისტენტის დახმარებით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა უმარტივესად გადაურიცხონ სასურველ ადამიანებს ნებისმიერი რაოდენობის თანხა.

ამისათვის საჭიროა მობაილბანკის მთავარ გვერდზე მომხმარებელმა დააჭიროს ხმოვანი ასისტენტის სიმბოლოს, უთხრას რომელ შაბლონთან რამდენი ლარის გადარიცხვა სურს და სულ ესაა, თანხა მომენტალურად გადაირიცხება.

ფოტო: თიბის

პრეზენტაციაზე ინოვაციური ფუნქციის დემონსტრირება თიბისის წარმომადგენელმა, გიორგი მეძმარიაშვილმა აიღო საკუთარ თავზე. ინოვაციური ფუნქცია Pulsar AI-მ შექმნა. Pulsar AI ქართული კომპანიაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს. მათ უკვე აქვთ შექმნილი პირველი ქართული ჩეტბოტი, რომელსაც თიბისის მომხმარებლები თი ბოტის სახელით იცნობთ.

ამჯერად კომპანიამ ხმოვანი ასისტენტის შექმნაზე იმუშავა და შედეგი გასაოცარი გამოვიდა. ახალმა ფუნქციამ თანხის გადარიცხვა კიდევ უფრო მეტად გაამარტივა და ააჩქარა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, Pulsar AI თიბისისთან ერთად მობაილბანკს კიდევ არაერთ ფუნქციას დაამატებს.

"ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნა ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. დღეს უკვე თიბისის მობაილბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ ამ სერვისით ისარგებლონ და კიდევ უფრო მეტად გაიმარტივონ თანხის გადარიცხვის პროცესი", - გვითხრა ციფრული ბანკის განვითარების ხელმძღვანელმა გიორგი ვახტანგიშვილმა.

ამ სერვისით თიბისი ისეთი გლობალური და გავლენიანი ბანკების გვერდით დადგა, როგორიცაა Bank of America, Wells Fargo, Ally და სხვ.

ინოვაციების დანერგვა მომავალშიც გაგრძელდება. ხმოვანი ასისტენტი სხვადასხვა ფუნქციებსაც შეითავსებს და მობაილბანკის გამოყენება კიდევ უფრო მეტად კომფორტული გახდება. მანამდე კი, შეგიძლიათ ახლავე გახსნათ თქვენი აპლიკაცია და ხმოვან ასისტენტს სთხოვოთ თანხის გადარიცხვა თქვენთვის სასურველი ადამიანისთვის.