ერთი უჯრედიდან სრულ ორგანიზმამდე - ექვსწუთიანი ვიდეო
სიცოცხლე საოცარია, ხოლო იმის ყურება, თუ როგორ ყალიბდება ის, კიდევ უფრო გასაოცარი.
ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კინორეჟისორმა იან ვან ეიკემ გადაიღო ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ იზრდება და ყალიბდება კვერცხში არსებული პატარა სალამანდრა.
ვიდეო ექვსწუთიანია, თუმცა სინამდვილეში აღნიშნული პროცესი სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
ვიდეოში ემბრიოგენეზი და მისი სხვადასხვა ეტაპები ძალიან ცალსახად ჩანს, მათ შორის დაყოფა, გასტრულაცია, ნეირულაცია და ორგანოგენეზი.
აღსანიშნავია, რომ იგივე პროცესი ყველა ცხოველის შემთხვევაში მიმდინარეობს, მათ შორისაა ადამიანიც.
"ამ ფილმში ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ უნივერსალურ პროცესს, რომელიც, ჩვეულებრივ, თვალს მიღმაა დამალული. ეს ცხოველის სიცოცხლის უპირველესი ეტაპებია. ამ პროცესისას ერთი ცალი უჯრედი კომპლექსურ და სრულ ორგანიზმად იქცევა, რომელშიც სისხლი მოძრაობს და გული ცემს", - აცხადებს ფილმის ავტორი.
კომენტარები