Netflix ხელოვნური ინტელექტით გაარკვევს, გაუზიარეთ თუ არა თქვენი ანგარიში სხვას
თუ მეგობრებს Netflix-ის პაროლს უზიარებთ ხოლმე, დღეიდან ფრთხილად უნდა იყოთ.
ბრიტანულმა კომპანია Synamedia-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამა შექმნა, რომლის მისიაც იმ ადამიანების გამოჭერაა, რომლებიც სხვებს საკუთარი Netflix-ის პაროლს უზიარებენ.
თუ კომპანია დააფიქსირებს, რომ პაროლს სხვებს უკანონოდ უზიარებთ, თქვენ შეიძლება ელექტრონული ფოსტით გამაფრთხილებელი წერილი მიიღოთ, კომპანიას იმის უფლებაც აქვს, რომ თქვენი ანგარიში მსგავსი ქმედების დაფიქსირების შემდეგ ავტომატურად გააუქმოს, ხოლო თუ პაროლს ინტერნეტში რამდენიმე ადამიანს მიჰყიდით, თქვენი საქმე შესაძლოა პოლიციას გადაეცეს.
ახალი ტექნოლოგია კონფერენცია CES 2019-ზე წარადგინეს.
პროგრამას შეუძლია სწრაფად აღრიცხოს, თუ რა ადგილმდებარეობიდან შევიდნენ ანგარიშში.
"საკუთარი ანგარიშების გაზიარება უფრო და უფრო დიდი ზარალის მომტანი ხდება, კომპანიებს ამ ფაქტის დაიგნორება აღარ უღირთ. ჩვენს მიერ შექმნილი ტექნოლოგია კომპანიებს საშუალებას აძლევს, რომ გააკონტროლონ, იყენებენ თუ არა ბოროტად მომხმარებლები ამა თუ იმ სერვისს. მომხმარებლების უმეტესობა თანახმა იქნება, რომ ისეთი პრემიუმ სერვისებისთვის, როგორიც არის ანგარიშის სხვისთვის გაზიარება, დამატებითი თანხა გადაიხადოს", - აცხადებს Synamedia-ს წარმომადგენელი ჯინ მარკ რასინი.
ცოტა ხნის წინ კომპანია Magid-ის მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ მილენიალების მეოთხედი Netflix-ისა და მისი მსგავსი სერვისების ანგარიშებს მეგობრებს უზიარებს.
კვლევაში ნავარაუდებია, რომ 2021 წლისთვის აღნიშნული ფაქტის გამო მსგავს კომპანიებს ჯამში £7,8 მილიარდის ზარალი მიადგებათ.
Synamedia-ს მიერ შემუშავებული პროგრამა დაითვლის, თუ რამდენი ადამიანი იყენებს ერთ ანგარიშს. თუ ის დააფიქსირებს, რომ ერთ ანგარიშში შესვლა ორი სხვადასხვა ქალაქიდან დროის მცირე მონაკვეთში მოხდა, სისტემა აღნიშნულ ანგარიშს საეჭვოდ ჩათვლის.
კომპანიის თქმით, პროგრამა საკმარისად ჭკვიანია და მას შეუძლია გაარჩიოს, თქვენივე აგარაკიდან ან მეორე სახლიდან უყურებთ ფილმებს, თუ პაროლი სხვას მიეცით.
Synamedia-ს თქმით სისტემა გამოცდის რეჟიმშია, ხოლო თუ როდის ამუშავდება ის ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები