მასკის თქმით, 2019-ში ტესლას სწრაფი დამტენები ევროპას 100%-ით დაფარავს
ილონ მასკი საკუთარ ტვიტში ტესლას პატრონებს დაპირდა, რომ 2019 წლის ბოლოს სწრაფი დამტენები მთელ ევროპაში იქნება ხელმისაწვდომი.
მასკის თქმით, სუპერჩარჯერები, რომლითაც ელემენტი 80 პროცენტამდე სულ რაღაც 40 წუთში იტენება, "ირლანდიიდან კიევამდე და ნორვეგიიდან თურქეთამდე" გავრცელდება.
აღნიშნული პირობა თანხვედრაშია ნოემბერში მასკის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან, როდესაც მან აღნიშნა, რომ სუპერჩარჯერების ქსელი 2019 წელს გაორმაგდებოდა.
ეჭვგარეშეა, რომ ბოლო წლებში ტესლას დამტენების ქსელი სწრაფად გაიზარდა, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მასკის დაპირებები ხშირად არაზუსტია ხოლმე.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ტესლას 2018 წელს 18 000 სწრაფი დამტენი უნდა ჰქონოდა, თუმცა, ამჟამად მათი რაოდენობა 11 853-ია.
მასკმა ასევე აღნიშნა, რომ სწრაფი დამტენები 2020 წლისთვის უკვე აფრიკაშიც იქნება ხელმისაწვდომი.
სუპერჩარჯერების ამჟამინდელი განაწილება მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.
კომენტარები