აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ რობოტ InSight-ის მიერ ახლახან გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

NASA-მ ფოტოები ტვიტერზე და საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, სურათებში დაბლობი Elysium Planitia-ჩანს, რომელზეც რობოტი 26 ნოემბერს დაეშვა.

რობოტმა მზის ელემენტი უკვე გაშალა

რობოტმა მზის ელემენტი უკვე გაშალა

ფოტო: NASA

"დღეს რობოტის ახალი სამუშაო სივრცის პირველი სურათები ვნახეთ. მომდევნო კვირისთვის რობოტი დაბლობის დეტალურ რუკას შექმნის", - აცხადებს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბრიუს ბენა.

ფოტოებით მეცნიერები შეარჩევენ ადგილს, სადაც რობოტის სეისმომეტრი და მიწისქვეშა თერმომეტრი განთავსდება.

ფოტო: NASA / JPL - Caltech

რობოტი მარზე შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ, 26 ნოემბერს დაეშვა. InSight-ის მისია მარსის ქერქისა და მანტიის შესწავლაა, ის ასევე დაადგენს მარსის ბირთვის სავარაუდო ზომასა და მის აგრეგატულ მდგომარეობს.

მისიის სრული მიმოხილვის წაკითხვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

ფოტო: NASA

ფოტო: NASA